პარლამენტის ვიცე–სპიკერი ანტიკრიზისული საბჭოს მოწვევას მოითხოვს

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, აფხაზეთიდან დევნილთა მოძრაობის „ჩვენ თვითონ“ ლიდერმა პაატა დავითაიამ მოითხოვა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის ჩატარება ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის თანდასწრებით.

თბილისი, 27 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, ციცია მამულაშვილი. საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, აფხაზეთიდან დევნილთა მოძრაობის „ჩვენ თვითონ“ ლიდერმა პაატა დავითაიამ მოითხოვა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის ჩატარება ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის თანდასწრებით. ამის შესახებ პაატა დავითაიამ პარასკევს პარლამენტში გამართულ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში შექმნილ ანტიკრიზისული საბჭოს (საკონსულტაციო ორგანო) ფუნქციაში შედის ქვეყანაში არსებული სიტუაციის, საკანონდმებლო ინიციატივების შეფასება და კონტროლი ჰუმანიტარული დახმარებისა და ინვესტიციების გადანაწილებაზე, რომელსაც აგვისტოს კრიზისის შემდგომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოსთვის წარადგენს.

დავითაიას თქმით, „პრემიერ–მინისტრმა უნდა განუმარტოს საბჭოს, თუ რატომ არ ხარციელდება სახელმწიფოებრივი სტრატეგია დევნილთა მიმართ და რატომ ტარდება ბოლო დროს მათ მიმართ ასეთი არაჰუმანური ქმედებები“.

„დევნილთა საკითხებში ურთულესი ვითარება შეიქმნა“, – განაცხადა ვიცე–სპიკერმა და აღნიშნა, რომ „საქართველოში დევნილთა მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულობის შესახებ ნათქვამია ასევე დევნილთა საქმეების გაეროს უმაღლესი კომისრის (UNHCR) განცხადებაშიც“.

„გაეროს წესდებით, დევნილებს უნდა გააჩნდეთ ისეთივე საცხოვრებელი პირობები, როგორიც მათ დევნილობამდე გააჩნდათ“, – აღნიშნა დავითაიამ.

ივლისის ბოლოდან საქართველოში სხვადასხა ადმინისტრაციული შენობებიდან მიმდინარეობს დევნილთა გამოსახლების პროცესი და მათი გამგზავრება დასავლეთ საქართველოს დასახლებულ პუნქტებში. დევნილები უკმაყოფილოები არიან ამით და ყოფილ საცხოვრებელ ადგილებში მათი დაბრუნების მოთხოვნით ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართვენ.

ყველა ახალი ამბავი
0