საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ახალი ფაქტები გამოვლინდა

გამოწერა
აქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ახალი ფაქტები გამოავლინა, განუცხადეს „ახალი ამბები - საქართველოს“ კორესპონდენტს პარასკევს შსს-ს პრეს-სამსახურში.

თბილისი, 27 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, ანა თუთბერიძე. საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ახალი ფაქტები გამოავლინა, განუცხადეს „ახალი ამბები - საქართველოს“ კორესპონდენტს პარასკევს შსს-ს პრეს-სამსახურში.

ქვემო ქართლის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აივაზ ისმაილოვი, რომელმაც მიწის ნაკვეთის პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 6 000 ლარი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

„ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქამრან მუსაევი და სოფელ ოროზმანის რწმუნებული ფახრატ კურბანოვი, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდენ ქრთამს. ისინი დაკავებული იქნენ 300 ლარის აღების ფაქტზე“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

ყველა ახალი ამბავი
0