წიწვოვანი მცენარეების უპირატესობა, ანუ გაიკაჟეთ ჯანმრთელობა

გამოწერა
ექიმების რჩევაა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვატაროთ წიწვოვანი ხეების ეთერზეთებით გაჟღენთილი დოლბანდის ნიღბები – ასეთ ნიღაბში ვირუსის შეღწევის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

წიწვოვანი მცენარეები ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ავადმყოფობის პრევენციისთვის. არაჩევეულებრივია როგორც წიწვოვან ტყეში ან პარკში სეირნობა, რაც, როგორც ვიცით, ადამიანის სასუნთქ სისტემაზე ძალიან კარგად მოქმედებს, ისე წიწვებისგან ნაყენების დამზადება და მიღება სხვადასხვა დაავადებების დროს.

არომათერაპია - Sputnik საქართველო
არომათერაპია და მისი ზეგავლენა ადამიანებზე

წიწვოვნები ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაში ფიჭვები, ნაძვები, ლარიქსები, სოჭები ვრცელ წიწვოვან მასივებს ქმნიან. სამხრეთ ნახევარსფეროში ძირითადად ზომიერ სარტყელში გვხვდება — პატაგონიაში, ცეცხლოვან მიწაზე, ახალ ზელანდიასა და ტასმანიაზე წიწვოვნები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ტროპიკული რეგიონების დაბლობებში წიწვოვნები თითქმის არ ხარობენ, გვხვდება მხოლოდ მთებში.

საქართველოში გავრცელებულია ნაძვი, სოჭი, ფიჭვი.

რა სარგებლობა მოაქვს წიწვოვან ხეებს:

1. თავისუფალი სუნთქვა

ყველას გვსმენია, თუ რა კარგია წიწვოვან ტყეში სუნთქვა და ეს ფუჭი სიტყვები არ არის. ასეთ ტყეში ჰაერი, პირდაპირი მნიშვნელობით, გაჟღენთილია ფეტონციდებით, ანუ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც უნარი აქვთ, გაანადგურონ ავადმყოფობების წარმომშობი მიკროორგანიზმები. ისინი განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ტუბერკულიოზის ჩხირზე, სწორედ ამიტომ ტუბერკულიოზით დაავადებულებების სანატორიუმებს სწორედ წიწვოვან ადგილებში აშენებენ.

ფითრი - Sputnik საქართველო
ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წიწვოვან ტყეში ჰაერი ერთ კუბურ მეტრ მოცულობაზე 200–300 ბაქტერიაზე მეტს არ შეიცავს, ანუ, იმ ჰაერთან შედარებით, რასაც ვსუნთქავთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ის, ფაქტობრივად, სტერილურია. გარდა ამისა, სეირნობა წიწვოვან ტყეში ხსნის დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას. აქტიურდება ფილტვებში აირების ცვლა და, შესაბამისად, უმჯობესდება სუნთქვა. ეს, პირველ რიგში, აუცილებელია მწეველებისთვის და მათთვის, ვინც დროის უმეტეს ნაწილს ცუდად განიავებულ შენობებში ატარებს.

2. ავიტამინოზის მკურნალობის საშუალება

წიწვები შეიცავს С ვიტამინს – იმდენს, რამდენსაც შეიცავს შავი მოცხარი და ქაცვი და შვიდჯერ მეტს, ვიდრე ლიმონი.

სურავანდის (სკორბუტი, საკვებში C ვიტამინის ნაკლებობით ან სრული არარსებობით გამოწვეული დაავადება) მკურნალობისთვის წიწვების გამოყენება ძალზე ეფექტურია.

ფეიხოას სასარგებლო თვისებები>>

გარდა С ვიტამინისა, წიწვები ასევე შეიცავს პროვიტამინ А–ს (კაროტინი), ვიტამინებს Е, К, Р, В1, В2, В6, РР და Н. თავისი შემადგენლობით ის ტოლს არ უდებს და აჭარბებს კიდეც მულტივიტამინებს, რომლებიც აფთიაქში იყიდება, რადგან მასში ყველა ვიტამინი ნატურალურია.

CC BY 2.0 / Flickr / S. Rae / Pinus ponderosaგირჩები
წიწვოვანი მცენარეების უპირატესობა, ანუ გაიკაჟეთ ჯანმრთელობა - Sputnik საქართველო
გირჩები

3. გირჩები ინსულტის წინააღმდეგ

ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფიჭვის გირჩების შემადგენლობაში არსებული ტანინების ჯგუფის ნივთიერებები ინსულტების მკურნალობაში ეხმარება – ის აბრკოლებს თავის ტვინის უჯრედების სიკვდილს.

4. დაცვა გრიპისგან

ექიმები გრიპის ვირუსის ეპიდემიისას ადამიანებს ურჩევენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ წიწვოვანი ხეების ეთერზეთებით გაჟღენთილი დოლბანდის (მარლის) ნიღბები. ასეთ ნიღაბში ვირუსის შეღწევის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

ზღმარტლი - Sputnik საქართველო
ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები

5. წიწვების აბაზანები ნერვებისთვის

წიწვების აბაზანა ამშვიდებს, ხსნის დაღლილობას და ამაღლებს ცხოვრების ტონუსს. ის კარგია უძილობის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ნევროზების, ზოგადი გადაღლილობისას.

ასევე კარგია წიწვების აბაზანა პოდაგრისა და სახსრების სხვა დაავადებების დროს.

6. ნატურალური ანტიოქსიდანტი

წიწვოვანი ხეები შეიცავს უნიკალურ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს – ბიოფლავანოიდს (დიჰიდროკვერცეტინი), რომელიც:

• აუმჯობესებს იმუნიტეტს

• ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს

• სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას უწყობს ხელს

• ამცირებს სისხლძარღვთა კედლების ანთებას

• აუმჯობესებს მიკროცირკულაციას

• აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესს

• აუმჯობესებს მდგომარეობას ალერგიის დროს

• ამცირებს ორგანიზმში კანცეროგენების წარმოქმნას

• აახალგაზრდავებს კანს

• აჯანსაღებს ორგანიზმს მთლიანად

გთავაზობთ წიწვების გამოყენების რამდენიმე რეცეპტს:

აბაზანისთვის აიღეთ 100 მილიგრამი წიწვოვანთა ექსტრაქტი ან 100 გრამი მშრალი წიწვები. ექსტრაქტი გახსენით თბილ (36–37 გრადუსი) წყალში.

ვიტამინები თეფშზე - Sputnik საქართველო
D ვიტამინი – იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი

წიწვოვანი აბაზანის მიღებისას მნიშვნელოვანია, რომ გულის არე წყლით არ დაიფაროს. პროცედურის ხანგრძლივობაა 15 წუთი. აბაზანა უნდა მიიღოთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით, სულ 10–15 სეანსი.

სურავანდის წინააღმდეგ: 4 ჭიქა ახალ წიწვს დაასხით სამი ჭიქა ანადუღარი და შეგრილებული წყალი, გააჩერეთ სამი დღე ბნელ ადგილზე, გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ.

სასარგებლოა გირჩიც, მისგან ამზადებენ მურაბას, რომელიც გამოიყენება როგორც არა მხოლოდ გემრიელი დესერტი, არამედ სამკურნალო საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ყელის ტკივილის, ხველების დროს.

ყველა ახალი ამბავი
0