ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები

გამოწერა
ზღმარტლი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს, მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და ა.შ.

განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.

ხახვი – ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება>>

ზღმარტლი (Mespilus germanica) ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფოთოლმცვენი ეკლიანი ხე ან ბუჩქია. მისი სამშობლოა სამხრეთ-დასავლეთი აზია.

არქეოლოგიური კვლევების შედეგად დგინდება, რომ ზღმარტლის კულტივირება ჯერ კიდევ 3 ათასი წლის წინ დაიწყეს. არსებობს მისი 30-მდე სახეობა, მაგრამ გამოიყენება ძირითადად ორი – ე.წ. გერმანული და იაპონური ზღმარტლი. სახელწოდება გერმანულიდან ეწოდა, რადგან ის პირველად რომაელებმა შეიტანეს ევროპაში, კერძოდ, გერმანიის ტერიტორიაზე. ჩვენთან გავრცელებულია გერმანული ზღმარტლი, რომელსაც ასევე კავკასიური ზღმარტლი ეწოდება.

ვიტამინები თეფშზე - Sputnik საქართველო
D ვიტამინი – იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი

ზღმარტლის კალორიულობა და შემადგენლობა

ზღმარტლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე დაახლოებით 53 კკალორიაა.

ზღმარტლის კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტში: ცილები – 2,1 გრამი, ცხიმები – 0,8 გრამი, ნახშიწყლები – 17,3 გრამი.

ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს – С, А, В1, В2, В3, В6, В9, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, მთრიმლავ და არომატულ ნივთიერებებს, პექტინებს, ლორწოს, ფიტონციდებს. მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და სხვა.

კომში და მისი სასარგებლო თვისებები>>

ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

ზღმარტლის სასარგებლო თვისებები

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ-ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.

ლიმონი და მისი სასარგებლო თვისებები>>

გასაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს, ნაწლავებს. გაითვალისწინეთ, რომ მწიფე ნაყოფი კარგია შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – ფაღარათისას.

ვაშლი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
ვაშლის ძმარი, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში

ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტებისა და ინფარქტების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს. 

ზღმარტლის ნაყოფში ასევე არის მთრიმლავი ნივთიერებები, რომლის წყალობით მას აქვს ჭრილობის შეხორცების, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სისხლის აღდგენის უნარი; ნაყოფი ორგანიზმს ეხმარება სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებაში და პექტინის წყალობით ორგანიზმიდან ქოლესტერინი გამოაქვს. ზღმარტლში არსებული დიდი რაოდენობის მოლეკულური წყალი ხელს უწყობს ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.

იოდის, თუთიის, სელენისა და მანგანუმის წყალობით, რომლებიც იმუნიტეტზე არიან პასუხისმგებელი, ზღმარტლი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და კუჭქვეშა ჯირკვლების მუშაობას; კალციუმი ამაგრებს ძვლოვან სისტემას და დადებითად მოქმედებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. მაგნიუმი კი ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

კივი - Sputnik საქართველო
კივი – С ვიტამინისა და მრავალი სასარგებლო ელემენტის ნამდვილი საბადო

A ვიტამინის წყალობით ზღმარტლი დადებითად მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე.

განსაკუთრებით სასარგებლოა ზღმარტლის ფოთლები, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ეს სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებსა და ეხმარება მას დიაბეტთან ბრძოლაში, პირღებინებისას, დიარეისა და დეპრესიული მდგომარეობის დროს. ფოთლების ნაყენი გამოიყენება ანგინის დროს.

ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>

ზღმარტლის დამზადების რეცეპტები:

  • ნაყენის დასამზადებლად აადუღეთ 500 მილიგრამი წყალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზღმარტლის მშრალი ფოთოლი. გააჩერეთ თერმოსში 3 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე 50 მილიგრამის ოდენობით. კურსი გრძელდება 2 კვირა, შემდეგ აუცილებელია რამდენიმეთვიანი შესვენება. ნაყენი ორგანიზმს წმენდს მარილებისგან, მძიმე ლითონებისგან, შლაკებისგან.
  • 5 ცალი მსხვილი ზღმარტლის ნაყოფი კარგად გაჭყლიტეთ, კურკები დააქუცმაცეთ და შეურიეთ ფაფისებრ მასას, დაასხით 100 მილიგრამი არაყი და კარგად აურიეთ. ჩაასხით მინის ჭურჭელში და კარგად დაახურეთ ხუფი. გააჩერეთ სამი დღე ცივ და ბნელ ადგილზე. გამზადებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ ჭამის წინ 1 სუფრის კოვზის ოდენობით. ეს ნაყენი ძალზე ეფექტურია გაციების, ქრონიკული ბრონქიტის დროს, აქვს ამოსახველებლი ეფექტი. შესაძლებელია ასთმის სამკურნალოდ გამოყენება.

ზღმარტლის უკუჩვენებები

ზღმარტლის გამოყენება არ შეიძლება კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს.

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები>>

ასევე სიფრთხილით უნდა მივცეთ ბავშვებს და გავითვალისწინოთ, რომ ზღმარტლმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ამავე მიზეზით ასევე ფრთხილად უნდა მიიღოს ზღმარტლი მეძუძურმა დედამ.

ყველა ახალი ამბავი
0