„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში

© FB/ Eden Projectკორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"
კორნუოლის ბოტანიკური ბაღი ედემი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების" რუბრიკაში ამჯერად ბრიტანულ „ედემს" გაგაცნობთ.

დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის საგრაფოში, კაოლინის ყოფილი კარიერების ადგილზე მოწყობილი ბოტანიკური ბაღი ცნობილი ბიომური კომპლექსის — „ედემის“ სახელით ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე უცნაური ბოტანიკური ბაღია. საოცრება, რომელიც გვაგონებს უცხოპლანეტელების კოსმოსურ ხომალდს სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმიდან, დღისით მზეზე ბრწყინავს, ღამით კი იდუმალი ცისფერი ციმციმა ნათების გიგანტური მიწისზედა გუმბათებით აჯადოებს მნახველს.

© FB/ Eden Projectკორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
კორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"

ბოტანიკური ბაღი შეიქმნა ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის ტიმ სმიტის ინიციატივით, არქიტექტორ ნიკოლას გრიმშოუს პროექტით საინჟინრო კომპანია „ენტონი ჰანტი და პარტნიორების“ მიერ. ორანჟერეების აგებას 2,5 წელი დასჭირდა. ბაღის მოსაწყობად დაიხარჯა 130 მილიონი დოლარი. ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად 2001 წლის 17 მარტს გაიხსნა.

© FB/ Eden Projectკორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
კორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"

კორნუოლის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობა „ედემს“, რომელსაც გინესის რეკორდების წიგნმა პირველობის პალმა მიანიჭა, როგორც ყველაზე დიდ ორანჟერეას მსოფლიოში, ოფიციალურად გახსნიდან მეათე დღეს 13 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა. აქ თავმოყრილია მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან შეგროვებული მცენარეთა სახეობების უზარმაზარი რაოდენობა. ეს არის ადგილი, სადაც სასათბურე პირობებში გამოჰყავთ დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა მცენარე. მათ შორისაა ეგზოტური, იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი და ბუნებრივი არეალებიდან უკვე გამქრალი სახეობები.

CC BY 2.0 / Flickr/ Rob Young / Eden Project Outdoor Gardens"ედემის" ბაღები
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
"ედემის" ბაღები

ორნაწილიანი, 8 გუმბათით წარმოდგენილი, სინთეზური კილიტებისგან (კილიტა — სხვადასხვა ლითონის თხელი ფურცლები) შექმნილი ორანჟერეის მთლიანი ფართობი 22 130 მ2-ს შეადგენს. ბიომებად წოდებული (ბიომი – ამა თუ იმ ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონის ცოცხალ ორგანიზმთა თანასაზოგადოებების ერთობა), გარეგნულად საპნის ბუშტების მსგავსი, მაღალტექნოლოგიური პოლიმერული მასალებით და ინოვაციური ტექნოლოგიებით აგებული რამდენიმე ათასი ექვსკუთხა და ხუთკუთხა პლასტიკური კარკასული უჯრედებით აწყობილი, ულტრათანამედროვე გეოდეზიური სტრუქტურის გუმბათების შიგნით შექმნილია განსხვავებული კლიმატური სარტყლების ბუნებრივი პირობები. ეკოლოგიური საფარი უზრუნველყოფს ორანჟერეის შიგნით მზის სინათლის გატარებას, კლიმატის კონტროლს და აქ თავმოყრილი მცენარეულობის საარსებო გარემოსთვის დამახასიათებელი ტენიანობის და ტემპერატურის შენარჩუნებას.

© FB/ Eden Projectკორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
კორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"

ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია 3 ბიომი, ორი მათგანი ორანჟერეის შიგნითაა მოწყობილი. ბაღის ყველაზე დიდ ნაწილს იკავებს 1 559 ჰექტარზე გადაჭიმული ტენიანი ეკვატორული ტყის ბიომი, რომელიც 55 მ სიმაღლის, 100 მ სიგანის და 240 მ სიგრძის ორანჟერეის შიგნით არის მოწყობილი.

აქ სპეციალურად შექმნილია დასავლეთ აფრიკის, სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ნაწილის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ოკეანიის კუნძულების მცენარეულობის ბუნებრივი საარსებო გარემო პირობები.

ოკეანიის ველურ ნაწილში ხმელეთის ტროპიკული სარტყლისთვის დამახასიათებელი მანგროს ზღაპრული ტყეებიდან (მანგროს ტყეები — ტანდაბალი მარადმწვანე, ძლიერ დატოტვილი, ლამში ჩამაგრებული, ოჩოფეხა და ლამიდან ამოშვერილი საჰაერო ფესვების მქონე ხეებით შექმნილი ტყეები ლამიან ტროპიკულ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ ზღვის მოქცევისას იფარება წყლით), ქოქოსის პალმების და აბანოზის ხეების გავლით, ბილიკს მივყავართ მალაიზიის ჯუნგლებში. ტროპიკული ბაღის სიღრმეში მყუდროდ ჩაფლული აზიური ქოხის გარშემო მოზარდი მანგოს, პირშუშხას, ბატატის და სხვა კულტურული მცენარეების გარდა, ბორნეოს სოფლებიდან ჩამოტანილი საკვები მცენარეების თესლების, ნაყოფების, ფესურებისა და პარკოსნებისგან მოწყობილია ულამაზესი დეკორაციები.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Alex Valavanis / Jungle village, Eden Projectსოფელი ჯუნგლებში
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
სოფელი ჯუნგლებში

ბილიკს გადავყავართ დასავლეთ აფრიკაში, სადაც უზარმაზარ მერქნიან პარკოსან მცენარეთა ჩრდილში სიმინდის, ყავის და პურეული მარცვლოვნების ნათესები ლივლივებს.

სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ბიომი გაიანას მიკარგული მხარის სილამაზეს გვიშლის. აქედან ბილიკი ორად იყოფა: ერთი გზა თვალისმომჭრელი ჩანჩქერის ზედა ნაწილში მიდის, საიდანაც წყლის ნაკადები ძირს ეცემა. განსაცვიფრებელი ხედების შემხედვარე, რთულია დაჯერება, რომ იმყოფებით ორანჟერეაში. მეორე ბილიკით ჩანჩქერის ძირში, ულამაზეს ტბორთან მოხვდებით. გაისეირნებთ ბამბუკების ტყეებში, ქოქოსის პალმების ქვეშ და კაუჩუკის ხეების რაყაში.

© FB/ Eden Projectკორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
კორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"

არანაკლებ საინტერესოა მეორე, შედარებით მცირე ზომის ხმელთაშუაზღვისპირეთის სუბტროპიკული ბიომი, რომლის ფართობი 0,654 ჰექტარს იკავებს. ორანჟერეა 35 მ სიმაღლის, 65 მ სიგანის და 135 მ სიგრძისაა. აქ წარმოდგენილია ხმელთაშუაზღვისპირეთის, კალიფორნიის და სამხრეთ აფრიკის მცენარეულობა. ბერძნული ზეთისხილის ტევრები, ციტრუსების სექციები და საოცარი ვაზის ზვრები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოხვდით რომის იმპერიის ხანაში.

სამხრეთ აფრიკულ სექციაში წარმოდგენილია სახეობათა უნიკალური მრავალფეროვანი კოლექცია, რომელთა შემხედვარე, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ეს მცენარეები უდაბნოსა და სტეპებში ხარობს.

© FB/ Eden Projectკორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
კორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"

დაკლაკნილ ბილიკს კალიფორნიის მცენარეულ ექსპოზიციებში შევყავართ. პრერიებზე გამავალი ცენტრალური ბილიკის ახლოს შენიშნავთ ნევადისთვის დამახასიათებელ ჩაპარალის ბიომს (კალიფორნიის დამახასიათებელი ქსეროფილური, ხეშეშფოთლოვანი, მარადმწვანე ჯუჯა მუხის ბუჩქნარი). აქვე შეხვდებით სამრეწველო მნიშვნელობის კორპის მუხის რაყას, რომლის ქერქი გამოიყენება ღვინის ბოთლის საცობების დასამზადებლად. კორპის მუხის ნაყოფები გემრიელი ნუგბარია ველური ღორებისთვის, რომელთა სკულპტურებს ამ ხეების ქვეშ დაუდევთ ბინა.

მესამე ბიომი ღია გრუნტზეა მოწყობილი, აქ თავმოყრილია მზესუმზირის, ლავანდის, ჩაის და ზომიერი სარტყლისთვის დამახასიათებელი მცენარეთა სახეობები.

© FB/ Eden Projectკორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
კორნუოლის ბოტანიკური ბაღი "ედემი"

მცენარეებს შორის მრავლადაა გაბნეული სხვადასხვა ცხოველის, თუ მითიური ღმერთების სკულპტურები, მეორადი ნედლეულისგან აწყობილი მწერების და ცხოველების კონსტრუქციები. მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გიგანტური ფუტკარი და რობოტი.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Mark Kent / Giant Wasp - Eden Projectგიგანტური კრაზანა "ედემის" ბაღში
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
გიგანტური კრაზანა "ედემის" ბაღში

მცენარის თითოეულ სახეობას ახლავს საინფორმაციო აბრა და ყველა იმ პროდუქტის ნიმუში, რომელთა მიღება არის შესაძლებელი ამ მცენარეებიდან. მაგალითად, ლერწმის შაქრის გვერდით დგას შაქრით სავსე ტომარა.

სტუმრებისთვის გუმბათების შიგნით, სიმაღლეზე მოწყობილია სპეციალური ფარდულები, საიდანაც შესაძლებელია ტროპიკული ტყეების ულამაზესი ხედებით ტკბობა. 50 მეტრზე მაღალი ბალსას და ბამბის ხეების მოსავლელად მებაღეები ორანჟერეის შიგნით გადაადგილდებიან ჰელიუმის აეროსტატების და ფარდულებზე დაკიდული თოკების საშუალებით.

© FB/ Eden Projectაკრობატები "ედემის" ბეწვის ხიდის გახსნაზე
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
აკრობატები "ედემის" ბეწვის ხიდის გახსნაზე

კორნუოლის ბოტანიკური ბაღი „ედემი“ მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვის მიზნით შეიქმნა. ბოტანიკური, ეკოლოგიური და საგანმანათლებლო პროექტის ბაღის შემქმნელები ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ მისი შექმნის მიზანი და იდეა: კაცობრიობა თავისი არსებობის მანძილზე, ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, საკუთარი საჭიროებებისთვის ანადგურებს ბუნებრივ გარემოს, იმაზე კი ნაკლებად ფიქრობს, რომ ცოცხალი ორგანიზმების გაქრობით კაცობრიობის არსებობას ექმნება საფრთხე. ეს თუ მოხდა, ბუნება მაინც განაგრძობს არსებობას, ეკოსისტემები პირვანდელ იერს დაიბრუნებს და ეს სრული ჭეშმარიტებაა. ამიტომ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია კაცობრიობის არსებობისთვის.

CC BY 2.0 / Flickr/ Herry Lawford / The Eden Projectქანდაკებები "ედემის" ბაღში
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
ქანდაკებები "ედემის" ბაღში

„ედემის“ მნახველებისთვის შექმნილი ბოტანიკური, ეკოლოგიური და საგანმანათლებლო პროგრამები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ბაღში მოგზაურობისას ყველა მათგანის გაცნობას ერთ დღეში ვერც მოასწრებთ.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Alex Valavanis / Mirror Statue, Eden Projectსარკის ქანდაკება "ედემის" ბაღში
„ედემი“ - ყველაზე დიდი ორანჟერეა - ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
სარკის ქანდაკება "ედემის" ბაღში

უნდა აღინიშნოს, რომ ედემს შესაძლოა პირველობაში აბუ-დაბის საემიროს „ალი დევილინი“ შეეცილოს. პროექტის განხორციელება იგეგმება არაბი შეიხების მიერ და ითვალისწინებს ედემზე ორჯერ დიდი ზომის ორანჟერეის აგებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0