რა კავშირშია ერთმანეთთან ამინდი, ჯანმრთელობა და გუნება-განწყობა

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ყველას გვახსოვს ბებიებისგან ფრაზა – სახსრები ამტკივდა და ამინდი შეიცვლებაო, როგორც ჩანს, ეს არც მათი ფანტაზიის შედეგი იყო და არც ახირება.

დღეს უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მას, ვისაც სახსრების ანთება აწუხებს, ხშირ შემთხვევაში მართლაც შეუძლია, საინფორმაციო გამოშვებების ამინდის პროგნოზს არ მოუსმინოს. გარდერობში იმ დღის შესაფერისი ტანსაცმლის არჩევისას კი საკმარისია საკუთარ შეგრძნებებს დაეყრდნოს.

როგორ მოქმედებს ამინდი ჩვენს გუნება–განწყობასა და ჯანმრთელობაზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ექიმ-ნეიროქირურგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, კლინიკა „ინოვას“ დირექტორს გოჩა ჩუტკერაშვილს მივმართეთ.

© FB/ Gocha Chutkerashviliგოჩა ჩუტკერაშვილი
გოჩა ჩუტკერაშვილი - Sputnik საქართველო
გოჩა ჩუტკერაშვილი

– ბატონო გოჩა, ცნობილია, რომ ამინდის ცვლილებები ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს. შესაძლებელია, რომ ორგანიზმი ამგვარი ცვლილებებისთვის წინასწარ მოვამზადოთ?

— საერთოდ, რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, ჩვენი იმუნიტეტიც მით უფრო ძლიერია, ხოლო ორგანიზმი – უფრო მობილიზებული და ორიენტირებული იმაზე, რომ ბუნების კატაკლიზმებსა და ამინდის ცვლილებებს გაუმკლავდეს. თქვენ კითხვაზე, რამდენად მოქმედებს ჩვენ ჯანმრთელობაზე მსგავსი ბუნებრივი მოვლენები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ყველა ვარიანტში მოქმედებს, თუნდაც იმის გამო, რომ ამინდის ცვალებადობას ატმოსფერული წნევის ცვალებადობა იწვევს. ადამიანს კი ორგანიზმში საკუთარი წნევა გააჩნია, რომელიც გარემოს პირობებთან მეტ-ნაკლებად შეგუებულია. ამიტომ გარე პირობების წნევის ცვალებადობა თავისთავად ადამიანის ორგანიზმის წნევაზეც აისახება. ამის გამო ხდება, რომ როცა ამინდი იცვლება, ადამიანს სახსრებსა და ნაოპერაციევ არეში ტკივილი უფრო მეტად ეწყება, რადგან სანამ ორგანიზმის შიდა და ატმოსფერული წნევის კომპენსაცია მოხდება და ორგანიზმი ამას შეეგუება, თავისთავად ექმნება პრობლემები, რაც ხშირ შემთხვევაში ტკივილით გამოიხატება. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, შეგუებისა და ადაპტაციის პროცესი გაცილებით უფრო მარტივია და კარგად მიმდინარეობს. პატარებს იმუნიტეტი ყველაზე კარგად აქვთ განვითარებული.

შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
ბუნების კატაკლიზმები საქართველოში -გლობალური კლიმატური ცვლილებები თუ ღვთის რისხვა?

– წინასწარ თუ არის შესაძლებელი ორგანიზმის მომზადება?

— წინასწარ ასეთი რამ ძნელია.

– ალბათ ზედმეტ სიცხეში სიარულს უნდა მოვერიდოთ?

— ზედმეტი ყველაფერი ცუდია, ჭამაც, სმაც.

– ქართველებს გვიჭირს ყველაფერში ნორმის დაცვა და ეს ჩვენი ცხოვრების წესზეც აისახება…

— დიახ, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი ცხოვრების წესზე, ოღონდ, ძალიან ცუდად, უარყოფითად… ამიტომ დროა, რომ ქართველმა ზომიერება ყველაფერში დაიცვას, რათა ამას გართულებები არ მოჰყვეს.

ეშმაკის ბორბალი - Sputnik საქართველო
ამინდი და წყლის ტემპერატურა ბათუმში: ორი კვირის ზუსტი პროგნოზი

– თქვენ, როგორც ნეიროქირურგს, რამდენად ხშირად მოგმართავენ საქართველოში პაციენტები ჩივილებით?

— ჩვენთან ყველაზე ხშირია ხერხემლისა და თავის პრობლემები. რაც გამოწვეულია ბევრი ფაქტორით, უფრო ხშირად კი მიზეზებია გადაღლა-გადატვირთვა, სიმძიმეების აწევა და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთ შემთხვევებს თავიდანვე უნდა მოვერიდოთ. ხშირად მაშინ მოგვმართავენ, როცა მკურნალობით უკვე ვერ ვუშველით და საოპერაციო ჩარევაა აუცილებელი.

ამინდი ყველაზე მეტად ჩვენს გუნება-განწყობაზე მოქმედებს. არაოფიციალური სტატისტიკით, სამხრეთის, ანუ მზის ქვეყნის შვილები ნისლიანი და ნესტიანი ქვეყნების კლიმატს სხვებზე რთულად ეგუებიან. ასეთ ადგილებში მოგზაურობაც კი ცუდ განწყობაზე აყენებს ადამიანს, თუმცა ეს დეპრესიაში ჩავარდნას სულაც არ ნიშნავს. დამტკიცებულია, რომ თუ ცუდ ამინდში უგუნებოდ ხართ, მაგრამ დილით მზის დანახვაზე ისევ კარგ ხასიათზე დგებით, დარწმუნებული იყავით, რომ დეპრესია ნამდვილად არ გაქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0