როგორ მოვამზადოთ სტაფილოს კექსი

გამოწერა

"Sputnik-საქართველოს" მკითხველებისთვის სტაფილოს კექსის რეცეპტი გაგვიზიარა კულინარიული აკადემიის სტუდენტმა ვეკო ვასაძემ.

სტაფილოს კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: სტაფილო — 250 გრამი მსხვილად გახეხილი; კარაქი — 120 გრამი; შაქარი — 125 გრამი; კვერცხი 3 ცალი; დარიჩინი ½ ჩკ; დაფქული ნიგოზი 150 გრამი; ვანილი — 2-3 მწიკვი; მარილი; ფქვილი 230 გრამი; გამაფხვიერებელი — 5 გრამი; ფორთოხლის ცედრა — ½ ც.

მომზადება: კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, მასას დავუმატოთ სტაფილო, ფორთოხლის ცედრა, დაფქული ნიგოზი, ვანილი, მარილი, ფქვილი, კარგად მოვზილოთ და მოვათავსოთ კექსის ყალიბში.

კექსი ცხვება ჰაერღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 35-40 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარ კექსს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0