00:20 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მულტიმედია

Victoria’s Secret-ის „ანგელოზები" „სიყვარულის ქალაქში“

მოკლე ბმულის მიღება
18121
  • გოგონები პოდიუმზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის გიგანტური ფრთებით წარდგნენ - ანგელოზის, ფარშევანგის ბუმბულის ან პეპლის ფრთების მსგავსით.
  • Victoria’s Secret 2016-ის ფინალური შოუ სანახაობრივი და ფერადი იყო.
  • შოუს სადღესასწაულო ამაღლებულ განწყობაზე ლედი გაგა, ბრუნო მარსი და The Weeknd-ი ზრუნავდნენ, ხოლო შოუს რეჟისორი კი იყო ამერიკელი კინოპროდიუსერი მაიკლ ბეი, რომელიც ცნობილია ფილმებით ტრანსფორმერი, ცუდი ბიჭები და სხვა.
  • ამერიკელი მოდელი ჟასმინ ტუსკი საღამოს მთავარ სამოსში - Fantasy Bra-ს იუველირულ ბიუსტჰალტერში, რომლის ღირებულებაც 2 მლნ აშშ დოლარია.ბიუსტჰალტერის შექმნაზე 700 საათი და 9 ათასი ძვირფასი ქვა დაიხარჯა, რომელთა შორისაა ბრილიანტის და ზურმუხტის თვლები. Fantasy Bra -ის წონა 25 კგ-ია.
  • მოდელმა ქენდალ ჯენერმა, რომელიც მონაწილეობს სატელევიზიო რეალითი-შოუში კარდაშიანების ოჯახი, Victoria's Secret Fashion Show-ის ჩვენება გახსნა.
  • Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი - შვედი მოდელი ელზა ჰოსკი.
  • Victoria's Secret-ის ახალბედა ანგელოზი - 19 წლის გრეის ელიზაბეტი.
  • შოუს მონაწილეები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა იმიჯით წარდგნენ, რომელთა შექმნაზეც ხუთი საათი დაიხარჯა - სწორედ ეს დრო დახარჯეს ყველაზე მოთხოვნადმა მოდელებმა მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე.
  • Victoria's Secret Fashion Show-ზე ჯიჯი ჰადიდი მეორედ მონაწილეობს მისი 19-წლის დისთვის, რომელიც სუპერმოდელი ბელა ჰადიდია, პარიზის შოუ სადებიუტო იყო.
  • ადრიანა ლიმამ ამეიკულ ბრენდთან კონტრაქტს ხელი 1999 წელს მოაწერა, თუმცა პოდიუმზე ადრიანა დღესაც განუმეორებელი და ბრწყინვალეა.
  • Victoria's Secret-თან ალესანდრა ამბროსიომ კონტრაქტი 2001 წელს გააფორმა. ბრაზილიელი ლამაზმანი იმდენად უფრთხილდება თავის კარიერას, რომ 2011 წელს ჩვენებაში მონაწილეობა ორი თვის ორსულმა მიიღო.
  • შოუში მონაწილეობის მიღება 150 გოგონას შეუძლია, თუმცა ანგელოზებს ერთეულებს უწოდებენ. საქმე იმაშია, რომ ანგელოზები ბრენდის სახედ ითვლებიან და შოუში მონაწილეობას წინასწარი ქასთინგის გავლის გარეშე ღებულობენ.
© REUTERS/ Charles Platiau
გოგონები პოდიუმზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის გიგანტური ფრთებით წარდგნენ - ანგელოზის, ფარშევანგის ბუმბულის ან პეპლის ფრთების მსგავსით.

Victoria’s Secret Fashion Show 2016-ის ახალი ჩვენება პარიზში — „სიყვარულის ქალაქში“ გაიმართა. პროგრამის კულმინაცია ეპატაჟური მომღერლის ლედი გაგას სცენაზე გამოსვლა იყო.

პარიზში ეს Victoria’s Secret Fashion Show-ს პირველი ჩვენებაა, თუმცა, მეორეა საფრანგეთში — 2000 წელს შოუ კანში გაიმართა. იხილეთ Sputnik-ის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მოდური ჩვენების ამსახველი ფოტოლენტა.

 

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები