00:52 27 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
მულტიმედია

„ქვეითთა საყოველთაო მსვლელობის“ მონაწილეებმა უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვეს

მოკლე ბმულის მიღება
6710
  • „ქვეითთა საყოველთაო მსვლელობის“ მონაწილეები თბილისში
  • „ქვეითთა საყოველთაო მსვლელობის“ მონაწილეები თბილისში
  • „ქვეითთა საყოველთაო მსვლელობის“ მონაწილეები თბილისში
  • „ქვეითთა საყოველთაო მსვლელობის“ მონაწილეები თბილისში
  • „ქვეითთა საყოველთაო მსვლელობის“ მონაწილეები თბილისში
  • „ქვეითთა საყოველთაო მსვლელობის“ მონაწილეები თბილისში
© Sputnik / Levan Avlabreli
აქციის მონაწილეთა პლაკატები პირდაპირ ასახავდნენ მათ შიშს. ფოტოზე გამოსახულ ქალს უჭირავს პლაკატი, რომელზეც წერია: "მე არ მინდა სიკვდილი და მინდა დასახიჩრება, როდესაც გზაზე გადავდივარ!"

თბილისში, პარლამენტის შენობასთან 20 ნოემბერს „ქვეითთა საყოველთაო მსვლელობა“ მოეწყო, რომელიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა (World Day of Remembrance for Road Traffic Victims).

აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შეერთებოდნენ მათ და ხელისუფლებისგან საქართველოს გზებზე სიტუაციის გაუმჯობესება მოეთხოვათ.

„ერთად შევაჩეროთ განუკითხაობა საქართველოს გზებზე და ქალაქებში, რასაც წელიწადში 600 ადამიანის სიცოცხლე და ყოველი ჩვენგანის ცხოვრების ხარისხი ეწირება”, — მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორები Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს ქალაქებში დღითიდღე უარესდება პირობები ქვეითად მავალთათვის: საზოგადოებრივი სივრცეების გაქრობასთან, დაურეგულირებელ მშენებლობებთან და ჰაერის დაბინძურებასთან ერთად გზებზე და უკვე ტროტუარებზე დაშავებულ ქვეითთა რაოდენობა უპრეცედენტო რიცხვს აღწევს!

გასულ წელთან შედარებით ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 11%-ით არის გაზრდილი, ყოველი მესამე ასეთი შემთხვევის მონაწილე კი ქვეითია, აცხადებენ ორგანიზატორები. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ ქვეითად მოსიარულეთათვის ელემენტარული პირობების შექმნას, ტროტუარებზე პარკირების აკრძალვას და უკანონო პარკირებისთვის ჯარიმის გაზრდას.

თემაზე

ჭამე, დალიე და იყავი ბედნიერი - თბილისში ღვინისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა
ოლეგ პოპოვი: დიდი კლოუნის ისტორია
ვარძიის უძველესი სამონასტრო კომპლექსი
სხეულის კონსტრუქტორები მედლებით დააჯილდოვეს

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები