ფანტასტიკური შოუ - ქართული ჯგუფი "ევროვიზიის" ფინალშია

გამოწერა

ნიკა კოჩაროვისა და & Young Georgian Lolitaz-ის გამოსვლა  „ევროვიზია 2016“-ის მეორე ნახევარფინალზე.  იხილეთ ქართველი შემსრულებლების გამოსვლის ამსახველი ვიდეოკადრები.

საქართველოს წარმომადგენლები საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2016“-ის ფინალში გავიდნენ — ნიკა კოჩაროვმა და & Young Georgian Lolitaz შეძლეს მეორე ნახევარფინალის ლიდერები გამხდარიყვნენ. ქართველი მუსიკოსები მე-16 ნომრით გამოვიდნენ.

წელს, ისევე, როგორც შარშან, ქართველ კონკურსანტთა ნომრის სცენური გაფორმება ცნობილმა შვედმა სცენოგრაფმა საშა ჟან-ბატისტმა შექმნა. მაყურებელმა ჯგუფის გამოსვლას „ფანტასტიკური“ უწოდა.

ევროვიზიის რეპეტიცია - Sputnik საქართველო
ნიკა კოჩაროვი და & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის ფინალში გავიდნენ

ქართველი შემსრულებლების გამოსვლისას Globe Arena-ს სცენაზე მაყურებლებმა იხილეს შოუ ვინტაჟური გადაღების ეფექტებით, კალეიდოსკოპის, ფსიქოდელიკის, სარკეებისა და პიროტექნიკური ეფექტების გამოყენებით.

ნიკა კოჩაროვმა და მისმა ჯგუფმა შეასრულეს სიმღერა Midnight Gold, ქართველი კონკურსანტებისთვის ბექ-ვოკალს ასევე ცნობილი შვედი მომღერალი ლარს სეფსუნდი ასრულებდა.

მეორე ნახევარფინალის შედეგების მიხედვით, საქართველოს გარდა გაირკვა კიდევ 9 ფინალისტის ვინაობა: სერბეთი, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ავსტრალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი და ბელგია.

ყველა ახალი ამბავი
0