მეტი ფერადსამოსიანი თბილისის ქუჩებში და Boyfriend Jackets ქალბატონებისთვის

© courtesy of NaTy Inasaridzeნათია ინასარიძე
ნათია ინასარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ნათია ინასარიძე — 26 წლის დიზაინერი და კონსტრუქტორი. თავისი ბრენდის სამოსის მოდელებსაც თავად ქმნის, ქსოვილებსაც თავად არჩევს, გამომჭრელიც თვითონაა და მკერავიც.

ამისთვის თავის დროზე ყველაფერი დეტალურად შეისწავლა. ამ ეტაპზე საკუთარ ატელიეში მარტო მუშაობს. მომავალში აპირებს, რომ თავისი ბიზნესი გააფართოვოს და თანამშრომლები აიყვანოს.

ნათიას პროდუქცია პირველ რიგში ქართველებისთვისაა განკუთვნილი და ამიტომ მის ნაწარმზე ქართული დამღაცაა. იცის, რომ ჩვენთან ძალიან უყვართ შავი ფერი, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის სამოსისთვის ყველა ფერი გამოეყენებინა და ამ გზით თბილისის ქუჩები გაეფერადებინა...

© photo: courtesy of NaTy Inasaridzeნათია ინასარიძე
მეტი ფერადსამოსიანი თბილისის ქუჩებში და Boyfriend Jackets ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნათია ინასარიძე

— ნათია, როგორ შეიქმნა თქვენი „მეტიფერი?“

— ყოველთვის მინდოდა, რომ საკუთარი დიზაინის სამოსი შემექმნა, ამიტომ სწავლის დამთავრების შემდეგ აქტიურად შევუდექი მიზნის განხორციელებას. მუშაობის დროს მიყვარს ფერებთან ურთიერთობა — ჩვენს ყოველდღიურობაში ხომ ფერს უდიდესი ადგილი უჭირავს. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა სამოსი, რომელშიც ყველა ფერი ერთად იქნებოდა წარმოდგენილი. ასე შეიქმნა ჩემი ბრენდი, სახელად „მეტიფერი".

ცნობილია, რომ ფერები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ განწყობაზე. ადამიანის საყვარელ ფერს შეუძლია მისი პიროვნება და ხასიათი გამოავლინოს. თანაც ფერადსამოსიანი ადამიანები ჩვენს ქუჩებსაც გააფერადებენ.

© photo: courtesy of NaTy Inasaridzeნათია ინასარიძის შექმნილი მოდელები
მეტი ფერადსამოსიანი თბილისის ქუჩებში და Boyfriend Jackets ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნათია ინასარიძის შექმნილი მოდელები

— სანამ „მეტიფერი“ შეიქმნებოდა, ამ საქმის ყველა ეტაპი შეისწავლეთ?

— ჩემი პროფესია, სამოსის დიზაინერი, მოიაზრებს ყველაფერს — დაწყებული ესკიზის შექმნით, დასრულებული ნამუშევრის სრულყოფილ სახემდე მიყვანით. ჩემი იდეა სრულყოფილი რომ ყოფილიყო და ზუსტად ის მიმეღო, რაც ესკიზშია მოცემული, შევისწავლე კონსტრუირება, გამოჭრა და კერვა. ასევე შევისწავლე გრაფიკული დიზაინი, რასაც ხშირად მივმართავ ხოლმე ესკიზის შექმნის პროცესში.

— ამ პროფესიის ინტერესი როდის გაჩნდა?

— ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, კერვისა და სამოსის შექმნის ნიჭიც იქიდან მომყვება. ძალიან პატარა ვიყავი, როცა თოჯინებისთვის ვკერავდი ლამაზ კაბებს. ჩემი ნამუშევრების შემხედვარე, უბნის ბავშვებიც მთხოვდნდნ ხოლმე, რომ კაბები მათი თოჯინებისთვისაც შემეკერა. მეც ვთანხმდებოდი და მათი თოჯინებისთვისაც ვკერავდი — ტკბილეულის სანაცვლოდ. ასეთი იყო ჩემი შრომის „პირველი ანაზღაურება“.

© photo: courtesy of NaTy Inasaridzeნათია ინასარიძის შექმნილი მოდელები
მეტი ფერადსამოსიანი თბილისის ქუჩებში და Boyfriend Jackets ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნათია ინასარიძის შექმნილი მოდელები

— როგორც ჩანს, ძირითადად სპორტულ სტილს ანიჭებთ უპირატესობას.

— დიახ, ასეა. ჩემი მოდელები ძირითადად სპორტული სტილისაა და, პრინციპში, ეს ჩემი ცხოვრების სტილსაც ასახავს. თუ ჩემს ნაწარმს ასაკობრივ ჭრილში განვიხილავთ, ჩემი ძირითადი მომხმარებლები 25-30 წლამდე გოგოები არიან. ჩემი მიზანია შევქმნა დახვეწილი, განსხვავებული, კომფორტული სამოსი — როგორც კლასიკური, ისე თავისუფალი სტილისა.

© photo: courtesy of NaTy Inasaridzeნათია ინასარიძის შექმნილი მოდელი
მეტი ფერადსამოსიანი თბილისის ქუჩებში და Boyfriend Jackets ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნათია ინასარიძის შექმნილი მოდელი

— რაიმე დეტალი ხომ არ გამოარჩევს თქვენს სამოსს?

— დიახ, მინდოდა, რომ ხაზგასმით ქართული პროდუქცია შემექმნა, ამიტომ მათ უმეტესობაზე საქართველოს რუკის კონტურია გამოსახული. ვფიქრობ, ამ იდეამ გაამართლა, რადგან ასეთი რამ სამოსზე ყველას მოსწონს.

© photo: courtesy of NaTy Inasaridzeნათია ინასარიძის შექმნილი მოდელი
მეტი ფერადსამოსიანი თბილისის ქუჩებში და Boyfriend Jackets ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნათია ინასარიძის შექმნილი მოდელი

— ბავშვების ხაზზე უკვე მუშაობთ, მამაკაცების ხაზზე თუ აპირებთ სამომავლოდ მუშაობას?

— ბავშვების ხაზზე მუშაობა გაზაფხულზე დავიწყე და მასზე მოთხოვნა მაღალი აღმოჩნდა, ამიტომ სამომავლოდ ამ ხაზის განვითარებას ვაპირებ. ასევე ვგეგმავ მამაკაცის ხაზის შექმნას. ამ ეტაპზე მათთვის სასურველ მოდელებს შეკვეთით ვამზადებ. ვფიქრობ, ქალის დახვეწილი და ფერადი სამოსის შექმნა რთული არ არის, მაგრამ შექმნა მამაკაცის, მით უფრო, ქართველი მამაკაცის სამოსი, სადაც „მეტიფერი“ პირდაპირი მნიშვნელობით იქნება წარმოდგენილი, ცოტა რთულია. თუმცა ამ თემაზე უკვე ვმუშაობ. აქვე ვიტყვი, რომ მამაკაცების მხრიდანაც ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა.

— მამაკაცებისთვის ჯერჯერობით არ კერავთ, მაგრამ ისინი თქვენს ნაწარმს ყიდულობენ...

© photo: courtesy of NaTy Inasaridzeნათია ინასარიძის შექმნილი მოდელი
მეტი ფერადსამოსიანი თბილისის ქუჩებში და Boyfriend Jackets ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნათია ინასარიძის შექმნილი მოდელი

— დიახ, ყიდულობენ. მახსენდება შემთხვევა, როცა ერთ ბიჭს უნდოდა გოგოსთვის ეჩუქებინა ჩვენი სამოსი, მაგრამ ვერაფრით გაიგო, რა ზომა უნდა შეეძინა. ამიტომ ჩვენ გვთხოვა იმ გოგოსთვის მიგვეწერა და გაგვერკვია, რა ზომის ტანისამოსს იცვამდა.

— როგორ ფიქრობთ, პანდემიამ კორექტივები შეიტანა ზოგადად მოდასა და სტილში? რა კორექტივებია ეს?

— ჩემი აზრით, პანდემიამ 2020-2021 წლების მოდა შეცვალა. ახლა ყველა ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას და მოირგოს საკუთარი სტილი. წლევანდელ მოდას რაც შეეხება, როგორც მოდის ექსპერტები გვეუბნებიან, 80-იანი წლების დიდი ზომის პიჯაკები, რასაც Boyfriend Jackets უწოდებენ, წელსაც არ კარგავს ატუალობას. ამ სტილის პიჯაკების მორგება როგორც კლასიკურ, ისე თავისუფალი სტილის სამოსზეც შეგიძლიათ.

© photo: courtesy of NaTy Inasaridzeნათია ინასარიძის შექმნილი მოდელი
მეტი ფერადსამოსიანი თბილისის ქუჩებში და Boyfriend Jackets ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნათია ინასარიძის შექმნილი მოდელი

— მოდა და სტილი — შეიძლება თუ არა მათი შეთავსება?

— ადამიანის ჩაცმის სტილი მის ხასიათს გამოხატავს. ტყუილად არ ამბობენ, რომ მოდა ტანსაცმელში აისახება, ხოლო სტილი — ადამიანში, რომელიც მას ატარებს. იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი სტილი ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოთ, აუცილებელია, რომ საკუთარი შინაგანი სამყარი კარგად შეიცნოთ, საკუთარ თავში იპოვოთ ის ძირითადი საბაზისო რამ, რომელსაც საკუთარ სტილს სწორად მოარგებთ...

ყველა ახალი ამბავი
0