პორტრეტები ბუმბულებზე: ქართველი მხატვრის უჩვეულო ნამუშევრები

© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება  - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ ამჯერად მხატვარს, პედაგოგს და საჰაერო იოგის ინსტრუქტორ ნინო ბალხამიშვილს გაგაცნობთ.

პროფესიით კინოსა და ტელევიზიის მხატვარია. ბავშვობიდან ხატავს. ბუმბულზე, ფუნჯებზე, ჩაის ფილტრებზე, მუყაოს ნაგლეჯზე შესრულებული უჩვეულო ნამუშევრები საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. ხატავს ფრთხილად, რუდუნებით. ბუმბულზე ყველა სცენა თუ კომპოზიცია მსუბუქი, ჰეროვანი და ბუნებრივი ჩანს, რაც ფაქიზი მუშაობის შედეგად მიიღწევა.

© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილი
პორტრეტები ბუმბულებზე: ქართველი მხატვრის უჩვეულო ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნინო ბალხამიშვილი

— ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თქვენმა უჩვეულო ნამუშევრებმა, რომლებიც ბუმბულზე გაქვთ შესრულებული.

— ბავშვობიდან ვხატავ. ჩემი ხატვა უჩვეულო ნივთებზე გარკვეულმა სიტუაციებმა გამოიწვია. ერთხელ სახელოსნოსთან ვიღაცამ უზარმაზარი ყუთი დამიტოვა. რომ გავხსენი, გავოცდი – ყუთი სავსე იყო ფერადი ბუმბულებით. რამდენიმე დეკორაცია ავაწყვე, მერე მარტივი ფიგურები დავახატე, ცოტა ხანში პორტრეტები მოვსინჯე და მივხვდი – როგორც სახატავი მასალა, ძალიან საინტერესო იყო.

— რთული არ არის პატარა ნივთებზე ხატვა?

© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
პორტრეტები ბუმბულებზე: ქართველი მხატვრის უჩვეულო ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება

— მუშაობის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭების, მიყვარს რთულ დეტალებზე მუშაობა.

— მოგვიყევით ამ ტექნიკის შესახებ.

— ბევრი მეკითხება ტექნიკის შესახებ. უბრალოდ საჭიროა ფრთხილად ხატვა, ბუმბული რომ არ გაიხსნას. ამავე დროს საჭიროა დიდი მოთმინება და ნებისყოფა. ნამუშევარს ვსვამ ჩარჩოში, შუშას და მას შორის 2-3 სმ-იან სივრცეს ვტოვებ, რათა არ დაზიანდეს.

— ბუმბულის გარდა რა ნივთებზე ხატავთ?

© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
პორტრეტები ბუმბულებზე: ქართველი მხატვრის უჩვეულო ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება

— ვხატავ ძველ ფუნჯებზე. მენანება იმ ფუნჯების გადაყრა, რომლებითაც ოდესღაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ნამუშევრები შევქმენი. მომწონს მათთვის სხვადასხვა სახის, ხასიათის მიცემა. ასევე ვხატავ მუყაოს ქაღალდზე, ალუმინის ქილებსა და ჩაის ფილტრებზე.

იყო დრო, როცა ტილოს გარდა სხვა მასალას არ ვცნობდი. მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, სხვადასხვა სიტუაციებმა განაპირობა მინიატურებზე გადასვლა. და, ვფიქრობ, სწორედ აქ ვიპოვე ჩემი თავი.

— რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

— შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ყველაფერი – უბრალოდ ნათქვამი ბანალური ფრაზა, რაღაც სიტუაცია, ან მომენტი.

© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
პორტრეტები ბუმბულებზე: ქართველი მხატვრის უჩვეულო ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება

— ყველაზე უჩვეულოდ შექმნილი ნახატი გაიხსენეთ.

— თითოეულ ნივთზე შესრულებულ ნახატს თავისი უჩვეულო ისტორია აქვს. რომელიმეს გამოყოფა მიჭირს. თუმცა, ალბათ, ფუნჯებისა და ჩაის ფილტრების ისტორია იყო გამორჩეული. პირველად ფუნჯებზე მომღერალი სახეები დავხატე. სახელოსნო ვისაც აქვს, გამიგებს ამას. უამრავი ფუნჯი იყრება იმის გამო, რომ არ რეცხავენ სათანადოდ. ბევრი შენიშვნის შემდეგაც რომ ვერაფერს გავხდი, ფუნჯებს მომტირალი სახეები დავახატე და ონკანთან გავაკარი წარწერით: „ვტირივართ იმიტომ, რომ ჩვენს ძირითად დანიშნულებას ვერ ვასრულებთ“. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და შედეგიც გამოიღო.

რაც შეეხება ჩაის ფილტრებზე ხატვას, ეს პანდემიის დროს დავიწყე. მასალა გამომელია, ყველაფერი დაკეტილი იყო. ამ დროს ჩაის ეტიკეტებზე, რომელიც ძალიან მიყვარს, აღმოვაჩინე ციტატები, რომლის მიხედვითაც შევქმენი ნახატები. ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ბევრი გაზიარებაც ჰქონდა სოციალურ ქსელებში. ერთ დღესაც ჩაის ჯგუფმა ჩაით სავსე უზარმაზარი ყუთი გამომიგზავნა საჩუქრად.

© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
პორტრეტები ბუმბულებზე: ქართველი მხატვრის უჩვეულო ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება

— გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

— ვიღებდი. თუმცა პანდემიამ ყველაფერი ონლაინ-პლატფორმაზე გადაიტანა, რაც პირადად ჩემზე ძალიან კარგად აისახა.

— ხატვის გარდა იოგით ხართ გატაცებული...

— დიახ, ვარ (Acryl Yoga) საჰაერო იოგის ინსტრუქტორი. იოგით დაახლოებით 7 წლის წინ დავინტერესდი. ვესწრებოდი სხვადასხვა კურსებს და ვეცნობოდი იოგის სხვადასხვა სახეობებს. მწვრთნელობაზე არც მიფიქრია მანამ, სანამ Aeryal yoga არ აღმოვაჩინე. ეს მიმართულება ჩვენში ახალია და მთლიანად ნდობაზე, შიშის დაძლევაზეა აგებული. მარტივად რომ ავხსნა, ვარჯიშები სრულდება ჩამოკიდებულ სპეციალურ ნაჭერში, ანუ ყველა ასანა სრულდება ჰაერში. მსგავსი შეგრძნებები, მერწმუნეთ, სპორტის არც ერთ სახეობას არ ახლავს. ჰაერში ხარ აბსოლუტურად ლაღი და თავისუფალი. დღეისათვის ჯგუფები მყავს და უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე.

© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
1/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
2/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
3/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
4/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
5/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
6/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
7/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
8/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
9/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
10/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
11/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
12/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
13/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
© photo: courtesy of Nino Balნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
14/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
1/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
2/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
3/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
4/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
5/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
6/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
7/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
8/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
9/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
10/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
11/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
12/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
13/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება
14/14
ნინო ბალხამიშვილის შემოქმედება

— რატომ არის იოგა ადამიანისთვის სასურველი?

— ვფიქრობ, დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა ძალიან რთულია. იოგა კი ჰარმონიისა და ბალანსის საუკეთესო საშუალებაა. ვფიქრობ ქალბატონებისთვის სპორტის ამაზე უკეთესი მიმართულება არ არსებობს.

— სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ.

— სამომავლო გეგმებზე არასდროს ვსაუბრობ. რაც უნდა კარგად დავგეგმოთ, არავინ იცის, რა იქნება ხვალ...

ყველა ახალი ამბავი
0