მოზაიკით მოყოლილი ისტორიები ანუ სამყარო ბისერებს მიღმა

© photo: courtesy of Elene Koghuashviliბისერებით შექმნილი კომპოზიცია
ბისერებით შექმნილი კომპოზიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელენე კოღუაშვილი ბავშვობიდან ხატვით არის გატაცებული. მისთვის ხატვა ფიქრების, ემოციებისა და განცდების გამოხატვის საშუალებაა. ბისერებით შექმნილი მისი ყველა  მოზაიკა ერთმანეთისგან გასხვავებული და ორიგინალურია. 

ნინი რაზმაძე

- ხატვა ადრეული ასაკიდან დავიწყე, თავისუფალ დროს ხშირად ვხატავდი, ძირითადად, აბსტრაქციებს. შემდგომ, უკვე თინეიჯერობის ასაკში გადავწყვიტე სერიოზულად მოვკიდებოდი ამ საქმიანობას. მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ ჰობი. ამ პერიოდში დავიწყე სიარული ქალბატონ  ნელი არაბულთან. სწორედ აქ გავეცანი პირველად მოზაიკებს. 

© photo: courtesy of Elene Koghuashviliბისერებით შექმნილი კომპოზიცია
მოზაიკით მოყოლილი ისტორიები ანუ სამყარო ბისერებს მიღმა - Sputnik საქართველო
ბისერებით შექმნილი კომპოზიცია

– პირველ  ნახატებზე  გვიამბეთ...

პირველი ნახატები 2-3 წლის ასაკში მაქვს შესრულებული, თუმცა,  ისინი თითქმის აღარ შემომრჩა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სურათი, რომლის ხატვის პროცესი 2 წელს გაგრძელდა,  არის „შიში“. ამ დროს 16-17 წლის ვიყავი.  დამეთანხმებით, ეს ისეთი ასაკია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ხარბად იწყებ აღმოჩენების გაკეთებას, გარემოზე ღრმა დაკვირვებას და მის შესწავლას. ჩემთვის ექსპრესია და გრძნობების გამოხატვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ. ამიტომ, ეს თემაც თავისთავად ამოტივტივდა გონებაში. ყოველთვის საკუთარი ფიქრების სწორად გამოხატვაზე ვარ ორიენტირებული, ამიტომ ბევრს არ ვფიქრობ ჩანახატის კეთებისას.

– რა არის თქვენთვის ხატვა?

– ჩემთვის ხატვა საკუთარი თავის, ფიქრების, ემოციებისა და განცდების გამოხატვის მთავარი საშუალებაა. ამ პროფესიას ბევრი არასერიოზულად აღიქვამს, მაგრამ მე ხელოვნება ბავშვობიდანვე აღმატებულად მიმაჩნდა. სწორედ ამიტომ გავხდი ხელოვნებათმცოდნე. 

© photo: courtesy of Elene Koghuashviliელენე კოღუაშვილი
მოზაიკით მოყოლილი ისტორიები ანუ სამყარო ბისერებს მიღმა - Sputnik საქართველო
ელენე კოღუაშვილი

– რატომ შეაჩერეთ არჩევანი მოზაიკაზე?

– ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი საყვარელი საქმიანობა, რომლის კეთებაც არ ღლის და პირიქით, აბედნიერებს. ჩემთვის ეს არის მოზაიკების კეთება. ხატვაზე მეტად ეს მანიჭებს სიამოვნებას.

– სამუშაო პროცესზე მოგვიყევით, როგორ იქმნება ნამუშევრები?

– თავდაპირველად,  კონცეფციაზე ვმუშაობ, იმაზე თუ რისი გაკეთება მსურს. შემდეგ იქმნება „სკეჩები“, პატარ-პატარა ჩანახატები. ამის შემდგომ უკვე ჩანახატის ძირითადი მონახაზი გადამაქვს შესაბამისი ზომის მერქანბოჭკოვან ფილაზე. ბოლოს კი იწყება სხვადასხვა სახის თვლების დაწებება. მასალად ვიყენებ ყველაფერს: ძვირფას თუ ნახევრადძვირფას თვლებს, ზღვის სანაპიროდან წამოღებულ ნიჟარებს, ქვებს, ბისერებს და ა.შ. 

© photo: courtesy of Elene Koghuashviliბისერებით შექმნილი კომპოზიცია
მოზაიკით მოყოლილი ისტორიები ანუ სამყარო ბისერებს მიღმა - Sputnik საქართველო
ბისერებით შექმნილი კომპოზიცია

– ხატვისას თქვენი ინსპირაციის წყარო რა არის?

– ინსპირაციის კონკრეტულ წყაროს არასდროს ვეძებ. უბრალოდ, ვიღებ თემატიკას, რომელიც იმ პერიოდში არის ჩემთვის აქტუალური და შემდეგ რასაც ვაკეთებ, ეს უკვე ფანტაზიაა. თუ გარემოს დააკვირდები და ყოველთვის ორიენტირებული იქნები ახლის შესწავლაზე, განვითარებაზე, შთაგონების წყარო შენში უწყვეტად იდინებს. ინსპირაციას სტატიკურობა და უმოქმედობა აქრობს. რაც მეტს შრომობ, მით მეტის კეთება შეგიძლია.

– თქვენი ნამუშევრების მთავარი შემფასებელი ვინ არის?

– ზოგადად, ვფიქრობ, რომ ხელოვანი ადამიანი იმიტომ არ უნდა ქმნიდეს რამეს, რომ შემდეგ შემფასებელს ეძებდეს, ეს არ უნდა იყოს მთავარი მიზანი. ამ ფორმას მივყავართ კომერციულ გათვლებამდე. ამგვარი მიდგომა შემოქმედობითობას აქრობს, უკვე იმაზე იწყებ ფიქრს, თუ როგორ მოეწონება ეს შემფასებელს. ჯერ საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდე, გამოიძიო რისი გაკეთება გსურს? არის თუ არა ეს ის, რაც გინდა? ეს დაგეხმარება ინდივიდუალიზმის გამოვლინებაში –  რაც თვითმყოფადია, ის უკვე ფასეულია და საზოგადოებაც სწორად იგებს. როდესაც თვითონ არ იცი რას აკეთებ, როგორც არ უნდა ეცადო, ვერასდროს მიიტან საზოგადოებამდე სწორად სათქმელს. 

© photo: courtesy of Elene Koghuashviliბისერებით შექმნილი კომპოზიცია
მოზაიკით მოყოლილი ისტორიები ანუ სამყარო ბისერებს მიღმა - Sputnik საქართველო
ბისერებით შექმნილი კომპოზიცია

 

– რას ჰყვებიან  თქვენი ნამუშევრები?

– თითოეულ ნამუშევარს თავისი სახელი აქვს. თითოეულ ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს, რომელიც მინიშნებებით არის გადმოცემული. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ადამიანის აღქმა განსხვავებულია, ისტორიებიც სხვადასხვანაირად აღიქმება, ყველას საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს. შესაბამისად, ეს უკვე დამთვალიერებლის გადასაწყვეტია, თუ რას დაინახავენ სიმბოლოების მიღმა.

– ბისერებით ნახატის შექმნა რთული არ არის?

– რა თქმა უნდა, რთულია და  შრომატევადიც.  ყველაზე მცირე ნამუშევრის შექმნას  ერთ თვეზე მეტი მაინც სჭირდება, მაგრამ როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, ყველაფერი ადვილდება. 

© photo: courtesy of Elene Koghuashviliბისერებით შექმნილი კომპოზიცია
მოზაიკით მოყოლილი ისტორიები ანუ სამყარო ბისერებს მიღმა - Sputnik საქართველო
ბისერებით შექმნილი კომპოზიცია

– ნამუშევრები რომ შეადაროთ, მათ შორის არის კავშირი და განსხვავება?

– კონცეფციის თვალსაზრისით, თითოეულ ნამუშევარს შორის განსხვავება ძალიან დიდია. მუდმივად განსხვავებულ თემატიკაზე ვქმნი ნამუშევრებს. საერთო, ალბათ, არის ხარისხი.

– მოზაიკების კეთების გარდა არის რამე, რითიც ხართ დაკავებული?

– იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ინტერესთა სფერო ძალიან ფართოა და თითქმის ყველაფრით ვარ დაინტერესებული, ამ საქმიანობის გარდა, კიდევ ბევრი რამით ვარ დაკავებული. პირველ რიგში, შემეცნება და განვითარება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თავისუფალ დროს ჩემთვის სამკაულებს ვიკეთებ, ვაფორმებ ტანისამოსს და ა.შ. ამის გარდა, მიყვარს წერა და მაქვს ჩემი ბლოგი, ასევე, მომწონს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროც და არ გამოვრიცხავ მომავალში ამ კუთხით განვითარებასაც.

ყველა ახალი ამბავი
0