გაცოცხლებული ნახატი, რომელიც ბავშვობაში გაბრუნებთ

© photo: Your Toy's Story / FBნათია ტატიშვილი, თაკო გვარაძე და ნინო ებრალიძე
ნათია ტატიშვილი, თაკო გვარაძე და ნინო ებრალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვობაში ყველას გვქონია ოცნება ჩვენი წარმოსახვით შექმნილი ნახატი გაგვეცოცხლებინა.  სამმა მეგობარმა  ბავშვების და არა მარტო ბავშვების ოცნებიბის ასრულბა გადაწყვიტეს. ისინი თქვენს ნახატებს აცოცხლებენ და რეალობად აქცევენ.

ნინი რაზმაძე 

– როგორ გაჩნდა იდეა შეგექმნათ „შენი სათამაშოს ისტორია“?

ნინო ებრალიძე: ჩვენ ერთად ვსწავლობდით სამხატვრო აკადემიაში და სულ გვსურდა, რომ ერთად გაგვეკეთებინა რამე ისეთი მნიშნელოვანი, რაც ჩვენს საქმიანობასთან ახლოს იქნებოდა და თან ადამიანებს ემოციურად სარგებელს მოუტანდა. ერთ ზამთარს შვილებთან ერთად ბაკურიანში წავედით დასასვენებლად, სადაც ძალზე ბუნებრივად დაგვებადა იდეა –  ბავშები ხატავდნენ ყოველ საღამოს და გამოფენებს აწყობდნენ ჩვენთვის, ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდით რომ სწორედ ეს ნახატები უნდა გადაგვექცია სათამაშოდ. ბავშვებს ისეთი ემოცია ჰქონდათ და პირველმა ჩვენმა მცდელობამ ისეთი ეფექტი მოახდინა, მივხვდით,  შეგვეძლო არა მარტო ჩვენი შვილების, არამედ ყველა ბავშვის გახარება. თბილისში ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ საქმიანობა. ძალიან მოკლე დროში გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარით, შეკვეთები ისეთი სისწრაფით წამოვიდა. კომპანიის გაფართოებაზე და განვითარებაზე დავიწყეთ ფიქრი. 

– რამდენი ადამიანი მუშაობთ პროქტზე და ვინ რას აკეთებთ?

თაკო გვარაძე: სულ სამნი ვართ, ნათია ტატიშვილი,  ნინო ებრალიძე და მე. ამ ეტაპზე ძალზე  დატვირთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა და კომპანიის განვითარების, გაფართოების პროცესში ვართ, კონკრეტულად ფუქნციები გადანაწილებული არ გვაქვს და ყველა ერთმანეთს ვეხმარებით.

– რით არის თქვენი სათამაშოები გამორჩეული?

ნათია ტატიშვილი: ჩვენი სათამაშოები ყველასგან განსხვავდება, რადგან ის  ერთადერთია და არ მეორდება. თითოეული მათგანი სხვადასხვა ადამიანის, ბავშვის  ინდივიდუალური წარმოსახვის საგანია, ამიტომ განსაკუთრებულად საინტერესო და აზარტული საქმეა, ნამუშევარიც უნიკალური გამოდის. ცოცხლდება ადამიანის წარმოსახვითი, ფანტაზიის პერსონაჟი, მეგობარი. შექმნის პროცესი ამ საქმიანობის ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო მომენტია, რადგან ზუსტად უნდა გადაიტანო თოჯინაში ის ხასიათი და შეგრძნება,  რაც ხატვის მომენტში თითოეულ ადამიანს, ბავშვს ჰქონდა. 

– რატომ აირჩიეთ ასეთი სახით ბავშვებთნ „ურთიერთობა“ - რა იყო თქვენი მიზანი?

თამარ გვარაძე: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი მიზანი იყო ისეთი საქმიანობა დაგვეწყო, რომელიც ადამიანებში დადებით ემოციებს გამოიწვევდა. მხოლოდ ჩვენს შეხედულებას არ დავეყრდენით და ფსიქოლოგებთან გავიარეთ კონსულტაცია, რომლებმაც დასკვნაც მოგვცეს თუ როგორი დადებითი ეფექტი აქვს ბავშვისთვის მისი შექმნილი გამოგონილი პერსონაჟის „გაცოცხლებას“ და ხელშესახებ ნივთად გადაქცევას. წარმოიდგინეთ ნახატი, რომელიც ბავშობაში დაგიხატავთ და მას საჩუქრად სათამაშოს სახით მოგიტანენ, ის ხომ ფაქტობრივად, თქვენი ბავშობის ისტორიაა, რომელიც გახსენებთ დროს, როცა მხოლოდ დადებითად და  ნათელი ფერებით აღიქვამდი სამყაროს. ვფიქრობთ, მსგავსი შეგრძნება რაც უფრო ხშირად იქნება თითოეულ ადამიანში, უფრო მეტად დაამშვიდებს შინაგანად და მისცემს საშუაალებას, კვლავ იმ პატარა ბავშვის თვალით და გონებით შეხედოს სამყაროს, და კვლავაც, მხოლოდ დადებითი ეძებოს ყველგან და ყველაფერში.

– საზოგადეობის მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს შექმნილ სათმაშოებს?

ნინო ებრალიძე: გამოხმაურება საკმაოდ დიდია და დადებითი და  არა მარტო ქვეყნის მაშტაბით. უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებიც ხშირად გვეხმიანებიან, ყველას ძალიან მოსწონს. ვცდილობთ ჩვენი სათამაშოები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. 

– როგორია სათამაშოების შექმნის პროცესი?

ნათია ტატიშვლი: მომხმარებელი ჩვენს  ფეისბუქ–გვერდზე გვიგზავნის ფოტოს, რის შემდეგაც იგი გადაგვაქვს ნაჭერზე და იწყება სათმაშოს შექმნა. სათამაშოს დამზადებას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. ბავშვებთან თავად მიგვაქვს სათამაშოები, რადგან გვაინტერესებს მათი ემოციები.  

– ბაზარზე დამკვიდრება არ გაგიჭირადათ?

თამარ გვარაძე: შეიძლება ითქვას, რომ არა. ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი და უნიკალურია, ამიტომ კონკურენტი არ გვყავს. ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგად მიდის საქმიანობა. მოთხოვნა არის, რადაგან დაინტერესება დიდია.

– სახელი როგორ შეარჩიეთ, გქონდათ სხვა ვერსიებიც?

ნინო ებრალიძე: გვქონდა ბევრი ვერსია, მაგრამ რადგან ნახატი და შემდგომში სათამაშო თითოეული ადამიანის საკუთარ ისტორიასთან კავშირში იქნებოდა, შევთანხმდით, რომ ისეთი სახელი შეგვერია, რომელიც ყველაზე ზუსტად გადმოსცემდა იდეას. რამდენიმე ვერსია იყო, მაგრამ მაინც სათამაშოს გარშემო ვტრიალებდით - „შენი სათამაშოს ისტორია“ მგონი ყველაზე ზუსტად ამართლებს ჩვენს ჩანაფიქრს. 

– ბავშვები ყველაზე  გულწრფელი  შემფასებლები  არიან - რას იძახიან როცა თავის ნახატებს გაცოცხლებულს ხედავენ?

ნათია ტატიშვილი: შოკში ვარდებიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვერ იჯერებენ როცა ხედავენ თავიანთ მოგონილ პერსონაჟს სათამაშოს სახით, ჩემმა შვილმა, მაგალითად, სიხარულისგან  იტირა. ზოგი იცინის, ყვირის,  დახტის და მთავარი რაც არის,  მხოლოდ დადებითი ემოცია აქვთ.

– რამდენი წლის ბავშვებზეა გათვლილი თქვენი სათამაშოები?

ნინო ებრალიძე: ჩვენი სათამაშოები  4 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.  არ არის  აუცილებელი მაინდამაინც ბავშვის შესრულებული  იყოს ნახატი. სამომავლოდ გვინდა ჩვენი პროდუქცია თემატურად უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და ისე მივაწოდოთ მომხმარებელს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0