02:17 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ალექსანდრე კობეშავიძე

იდეები და ისტორიები ფანქრის გულზე

photo: courtesy of Erekle Soselia
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
935 0 0

ფანქრის საშუალებით უმარავი ხელოვნების ნიმუში იქმნება,  ალექსანდრე კობეშავიძემ კი შეძლო თავად ფანქარი ექცია ხელოვნებად - ის ფანქრის გულებისგან  ხელნაკეთ მინიატურულ სკულპტურებს ქმნის.  ქართლის დედა, პიზისა და ეიფელის კოშკები, ბიგ-ბენი... ეს იმ მისი ნამუშევრების მცირე ჩამოანთვალია,  რომელიც ფანქრის გულმა დაიტია.

ნინი რაზმაძე 

– ალექსანდრე, რამდენი ხანია რაც ფანქრისგან ქმნი ნამუშევრებს?

– ჩემი და ფანქრების ურთიერთობა ხელოვნების ამ ჭრილში უკვე 3 წელს ითვლის.  ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ხატვის დროს წვერმოტეხილი ფანქრის გათლა დავიწყე. რამდენიმე წუთში როცა ფანქრის წვერს  დავაკვირდი,  ლარნაკის ფორმის ფიგურას მივამსგავსე, ამ მომენტიდან თითქოს ჩემს თვალწინ ახალი ვიწრო და საკმაოდ საინტერესო სახელოვნებო სამყარო გადაიშალა.  დავინტერესდი ამ მიმდინარეობის არსებობით მსოფლიოს მაშტაბით და ინტერნეტში რამდენიმე საინტერესო ნამუშევარს წავაწყდი, სწორედ ამ დღეს უკავშირდება ჩემი ინტერესი ამ ძალიან საინტერესო სფეროსადმი. 

ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები
photo: courtesy of Erekle Soselia
ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები

– საქართველოში თუ შეგხვედრია სადმე მსაგვსი ხელნაკეთი სკულპტურები?

– როდესაც რაიმე ახალ სფეროში დგამ  ნაბიჯს, ცდილობ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოიძიო. რა თქმა უნდა,  მეც  გადავწყვიტე გამეგო მსგავსი ნამუშევრები დედაქალაქში არსებობდა თუ არა.  მრავალი ძებნის მიუხედავად აღმოჩნა, რომ არა თუ საქართველოში,  არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც საკმაოდ ცოტა ადამიანი მისდევს აქტიურად ხელოვნების ამ სფეროს.

– საზოგადოებას რა რეაქცია  ჰქონდა როდესაც შენი ნამუშევრები ნახეს?

– 3 წლის განმავლობაში ფანქრებზე მხოლოდ თავისუფალ დროს ვმუშაობდი, ერთგვარი განტვირთვის საშუალება იყო, შესაბამისად დროის ამ პერიოდში ნამუშევრებს მხოლოდ მეგობრები და ოჯახის წევრები ეცნობოდნენ, რომელთაც საკმაოდ დადებითი რეაქცია ჰქონდათ. შემდეგ გადავწყვიტე ამ გატაცებისთვის  უფრო სერიოზული სახე მიმეცა, სწორედ ასე დაიბადა „ფანქart“. ამ ერთი თვის განმავლობაში საზოგადოება მხოლოდ „ფეისბუქის“ საშუალებით ეცნობოდა ჩემს ნამუშევრებს, ხოლო სულ რამდენიმე დღის წინ Flea Market-ზე მათ საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ მინიატურული სკულპტურები, მათმა რეაქციამ კი უბრალოდ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია მომცა ამ საქმის გასაგრძელებლად. 

ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები
photo: courtesy of Erekle Soselia
ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები

– როგორ ჩნდება იდეა?

– ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ იდეის გაჩენის ერთადერთი გზა პრობლემის გადაჭრაში იმალებოდა, თუმცა,  რამდენიმე წლის წინ დავრწმუნდი, რომ სრულიად უმისამართო ქმედების დროსაც შეიძლება რაღაც ახალი დაიბადოს.

– ცოტა რამ მუშაობის პროცესზეც მოგვიყევით...

– მუშაობის დაწყებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელია ფანქრის სისქე და სიმაღლე. ხშირად უბრალოდ წვერს გავთლი და დაახლოებით ნახევარი საათი ვუყურებ ფანქარს, ვცდილობ ვიზუალურად წარმოვიდგინო მასში გამოთლილი საბოლოო ფიგურა. როცა წარმოსახვით სურათს ნათლად ავაგებ,  ვიწყებ ფანქარზე მუშაობას, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა გამადიდებელი ხელსაწყოს და საკანცელარიო დანის გარეშე.

– რა იყო ფანქრებამდე...

– ამ კუთხით მნიშვნელოვანი არაფერი.  უბრალოდ,  თავისუფალ დროს ხატვით შემოვიფარგლებოდი. 

ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები
photo: courtesy of Erekle Soselia
ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები

– სად შეიძლება თქვენი მინიატურების შეძენა?

– ამ ეტაპზე მინიატურების შეძენა შესაძლებელია Facebook–გვერდ „ფანქart-ის” საშუალებით.

- შეკვეთებს  იღებ?

- ძალიან საინტერესოა იდეის ფანქრის გულზე გადატანა. მართალია,  სამი წელია ვმუშაობ, თუმცა,  ყოველი ახალი ნამუშევარი უფრო მეტ ემოციას და სიხარულს მანიჭებს. ერთი სიამოვნებაა საკუთარი იდეების გადატანა, ხოლო სულ სხვა ინტერესს იწვევს სხვა ადამიანის ხედვის რეალიზება. რამდენიმე დღის წინ დავამზადე  ქართული სუფრის განუყრელი ელემენტი  ყანწი, რომელიც ძალიან ორიგინალური და სახალისო გამოვიდა. ასევე ხშირია შეკვეთები კომპანიის ლოგოებთან დაკავშირებით. 

ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები
photo: courtesy of Erekle Soselia
ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები

– თქვენი ნამუშევრები რა ღირს?

– როდესაც გადავწყვიტე „ფანქart-ის” შექმნა,  ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი სწორედ ეს გახლდათ. საერთაშორისო ბაზარზე ამგვარი ნამუშევრების ფასი 500 დოლარიდან იწყება და ოთხნიშნა ციფრებამდე ადის, თუმცა, რა თქმა უნდა,  ეს ფასი ქართულ რეალობაზე ძნელი მოსარგებია, ამიტომ ყველანაირად ვეცადე ის ოქროს შუალედი დამეჭირა, რომელიც როგორც ჩემთვის, ასევე მომხმარებლისთვის მისაღები და საინტერესო იქნებოდა. ფასები იწყება 30 ლარიდან და ნამუშევრის სირთულის მიხედვით იზრდება.

– რთული არ არის ფანქრის გულზე მუშაობა?

– ფანქრის გულზე მუშაობა მოითხოვს განვითარებულ ნატიფ მოტორიკას, მოქანდაკის ხედვას, ძლიერ ნებისყოფას და ჯანმრთელ ნერვებს.

– ნამუშევრის შექმნას დიდი დრო  სჭირდება?

– როგორც ვახსენე ნაუშევრები განსხვავდება სირთულის მიხედვით, საკუთარი გამოცდილებით ყველაზე მარტივ ნამუშევარს სულ ცოტა 4-5 საათი  სჭირდება, ხოლო ყველაზე რთულ სკულპტურაზე მუშაობა  გრძელდება 3-4 დღის  და ზოგჯერ,  კვირის განმავლობაში. 

ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები
photo: courtesy of Erekle Soselia
ალექსანდრე კობეშავიძის ორიგინალური ნამუშევრები

– ყველაზე დიდი მოწონება რომელმა  ნამუშევარმა დაიმსახურა?

– მიჭირს რომელიმე ნამუშევრის  გამოყოფა, თუმცა,  ქართლის დედა, თავისუფლების ქანდაკება და რანგო, ანიმაციური ფილმის გმირი, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ.

– სამომავლო გეგემები გაგვზიარეთ...

– პირველ რიგში მინდა ფართო აუდიტორიას უფრო მეტად გავაცნო  ჩემი ნამუშევრები და ხალხს ხელოვნების ამ სფეროს არსებობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გავუზიარო.

 

მთავარი თემები