თექის წიგნები ბავშვებისთვის

© photo: courtesy of Matutaმაკა ცერცვაძე
მაკა ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თექის წიგნები... როგორია ისინი, რატომ შეიქმნა, რა ასაკზეა გათვლილი და რამდენად საინტერესოა ბავშვებისთვის. ამის შესახებ  მაკა ცერცვაძე  თავად გვესაუბრება.

ნინი რაზმაძე

– მაკა, როდის დაიწყე  თექისგან წიგნების შექმნა?

– იდეა დიდი ხანია მქონდა, თუმცა, დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე სერიოზულად მოვკიდებოდი ამ საქმეს...   პატარა გოგონები მყავს, ჩემი შვილებიდან გამომდინარე,  სულ მინდოდა რამე უსაფრხო სათამაშო შემექმნა მათთვის. საქართველოში მუდმივი პრობლემაა ბავშვისთვის უსაფრთხო ნივთის შოვნა,  სათამაშეობის უმრავლესობა შეიცავს ტყვიას ან სხვა მავნე ნივთიერებებს. აქედან გამომდინარე, სურვილი გამიჩნდა როგორც ჩემი, ასევე სხვების შვილებისთვის შემექმნა რამე უსაფრთხო და საგანმანათლებლო.  

© photo: courtesy of Matutaთექის წიგნი
თექის წიგნები ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
თექის წიგნი

– გამოდის, რომ იდეა თქვენი შვილებიდან გამომდინარე დაიბადა..

– კი, შთაგონების წყარო ჩემი შვილები იყვნენ. ვაკვირდებოდი რა უყვარდათ, რით ერთობოდნენ – წიგნებით თან თამაშობენ და თან ერთობიან და მეც გადავწყვიტე შემექმნა წიგნები.

– თექაზე მუშაობა, ზოგადად, შრომატევადი საქმეა. თექის წიგნები კი ალბათ, საკმაო დროს მოითხოვს. სადმე ისწავლეთ მათი დამზადება?

– არსად მისწავლია. სახლისთვის ყოველთვის ვაკეთებდი რაღაც ნივთებს  ჩემთვის, ასე ვთქვათ გართობის მიზნით.  სერიოზულად კი სულ  რამდენიმე თვეა,  რაც ხელი მოვკიდე  ამ საქმეს. პირველი წიგნი გავაკეთე ჩემი შვილებისთვის. ძალიან კარგი გამოვიდა, ბავშვებსაც  ძალიან მოეწონათ. შემდეგ კი გაჩნდა  იდეაც ფართო საზოგადოებისთვისაც მიმეწოდებინა და გამეცნო ჩემი შემოქმედება. 

© photo: courtesy of Matutaთექის წიგნები
თექის წიგნები ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
თექის წიგნები

– რატომ აირჩიეთ თექა?

– თექა იმიტომ ავირჩიე, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, თან  თექა ბევრად გამძლეა, არ იხევა, ჩვენი წიგნები საკმაოდ მყარია, შიგნით მოძრავი ფიგურები  – ცხოველები, ანბანი, ხილი ე.წ. ფხრიწებით არის დამაგრებული. თექა ბევრი რამის საშულებას იძლევა,  თან უცხოც არის. მე დიდი სიფრთხილით ვარჩევდი ბავშებისთვის სათამაშოებს.

– საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია თექის წიგნებმა?

– სოციალურ ქსელში პირველი ვიდეო რომ ავტვირთეთ, ბევრი „ლაიქიც“ დავიმსახურეთ. ძალიან დადებითად შეხვდა საზოგადეობა ჩვენს წამოწყებას და ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა, რო უფრო მეტად  განვავითაროთ ჩვენი საქმე. 

© photo: courtesy of Matutaთექის წიგნი
თექის წიგნები ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
თექის წიგნი

– სად შეიძლება მათი შეძენა?

– კლიენტებთან, ჯერჯერობით,  მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვკონტაქტობთ. წიგნის ფასი 40 ლარიდან იწყება.  თითო წიგნის დამზადებას რამდენიმე დღე  სჭირდება, შეიძლება  ითქვას საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თუმცა,  ჩემთვის სირთულეს არ წარმოდგენს, რადგან ძალიან დიდი სიამოვნებას ვიღებ მუშობის პროცესში.  როგორც კი სამუშაოს ვიწყებ, იდეა მომენტალურად მომდის.  თავიდან მარტო დავიწყე, მაგრამ ახლა მყავს კიდევ ორი ადამინი, რომელიც მეხამრება.  თუ ინტერესმა არ იკლო და გაყიდვებიც გაიზარდა,  ხალხს აუცილებლად დავამტებთ.

– ბავშვის განვითებაში წინგს  საკმაოდ დიდი როლი აქვს,  რატომ უნდა ავირჩიოთ თქვენი წიგნი?

– ჩვენს მიერ დამზადებულ  წიგნებს  მარტო საგანმანათლებლო ფუნქცია არ აქვს, ბავშვი  თან ერთობა, თან სწავლობს.  ბავშვი თავისი ხელით აკეთებს  ყველაფერს, ხილსაც  კრეფს და კალათაში აწყობს თვის ხელით. პირველად ჩემს  შვილებს ისე მოეწონათ წიგნები,   საათობით ისხდნენ და ერთობოდნენ.  ბეჭდური ბევრი წიგნია საბავშვო, მაგრამ თექისგან შექმნილი არ შემხვედრია. ჩვენი წიგნები  შვიდ წლამდე ასაკის ბავშვეზეა გათვლილი და მათემაიკის რაღაც ელემენტებსაც შეიცავ, გვაქვს ანბანიც, სიტყვები, რიცვხვები, ფერები, ცხოველები.... ვცდილობთ ყველა მხრივ საინტერესო იყოს ბავშვისთვის. 

© photo: courtesy of Matutaთექის წიგნი
თექის წიგნები ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
თექის წიგნი

– შეკვეთებსაც იღებთ?

– კი, შეკვეთებს ვიღებთ,  ვითვალისწინებთ მშობლის მოთხოვნებსაც, ზოგს სურვილი აქვს, წიგნს  ბავშვის სახელი ეწეროს, ზოგი თემატიკას  თავად ირჩევს,  ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავითავლისწინოთ, ასაკი და სქესიც.

– სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ..

– სამომავლოდ გვსურს  არამარტო შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დავამზადოთ წიგნები.  ჩვენი წიგნები  წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზეც მოხვდა. დაინტერესება დიდი იყო უცხოელებისგანაც.  ვფიქრობთ რომ სამომავლოდ მარტო ქართული ბაზრით არ შემოვიფარგლოთ  და ჩვენი წიგნები მსოფლიოს გავაცნოთ.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0