„კომბლე“  ახალი თაობისთვის

© photo: courtesy of Gogi Katsaravaგოგა ქაცარავა
გოგა ქაცარავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშობისდროინდელი  მულტფილმების პერსონაჟები წუნა და წრუწუნა, მგელი და კრავი, შაქრო და ზაქრო, რომლებიც დღევანდელი ბავშვებისთვის უცხო და უინტერესოა.

ნინი რაზმაძე  

გოგა ქაცარავა პროფესიით არქიტექტორია, დღეს გრაფიკულ დიზაინს აკეთებს  და ფრილანსერია.  გოგამ გადაწყვიტა ახალი თაობისთვის ქართული ანიმაციური ფილმი „კომბლე“ გაეცოცხლებინა. აპირებს თუ არა ის სხვა პერსონაჟების გაცოცხლებას და როტომ გადაწყვიტა ქართული ანიმაციის გათანამედროვება,  ამის შესახებ თავად გვიამბობს. 

 

– გოგა, რატომ  გადაწყვიტე კომბლეს გაცოცხლება?

– მთავარი მიზეზი  ჩემი 4 წლის შვილი კირა გახდა, რომელსაც შევთავაზე ჩემი ბავშვობისდროინდელი  მულტფილმების ყურება და სამწუხაროდ არაფერი გამოგვივიდა.  არჩევანი ისევ დისნეის მულტფილმებზე გაკეთდა და საბოლოოდ, მოანას მეათასჯერ ვუყურეთ. მიზეზი, ალბათ,  ქართული მუტფილმების დღეისთვის შეიძლება ითქვას მდარე ხარისხი ან  ცოტა მოძველებული პერსონაჟები იყო. მინდა აღვნიშნო,  რომ ჩემთვის დღემდე ყველა პერსონაჟი ძალიან კარგი და საყვარელია,  მაგრამ ახალი თაობისთვის ასე არ აღმოჩნდა. 

– რამდენი ხანი მუშაობდი ამ პროექტზე?

– ამ პროექტზე დღემდე ვმუშაობ და თუ საშუალება მომეცემა კიდევ დიდხანს ვიმუშავებ, რადგანაც ეს თემა ჩემი აზრით  ამოუწურავი და  ძალიან საინტერესოა. მუშობის პროცესში სირთულე,  ჯერჯერობით,  არშემხვედრია და  სიამოვნების გარდა,  არაფერი ყოფილა. იმედია,  შემდეგი ნაბიჯებიც უმტკივნეულო იქნება, ვგულისხმობ პროცესს,  როდესაც  ეს პერსონაჟები უკვე რეალურად გაცოცხლებას დაიწყებენ და ანიმაციური სახე ექნება. 

– სხვა ზღაპრების პერსონაჟბის გაკეთბასაც აპირებ?

– ისევ და ისევ ყველაფერი საზოგადოების ინტერესზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ,  გვინდა თუ არა, რომ  ჩვენმა შვილებმა ქართული მულტფილმების გმირები გაიცნონ, დაუმეგობრდნენ და  შეიყვარონ.    კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ  ქართული მულტიპლიკაცია ამოუწურავი თემაა და სიამოვნებით მივყვები ბოლომდე.  ვნახოთ  რა გამოვა. 

– შენს სხვა ნამუშევრებზეც მოგვიყევი,  რა იყო  „კომბლემდე“?

– „კომბლემდე“  იყო 33 წელი,  როდესაც რაღაც პერიოდიდან არქიტექტურით დავინტერესდი. რთულია რამე გამოვარჩიო,  ვფიქრობ,  რომ ყველაფერი ეტაპობრივად და სწორად ვითარდება,  როგორც ცხოვრებაში,  ისე ჩემს საქმეში. 

© FB / Gogiგოგა ქაცარავას მიერ შექმნილი კომბლეს პერსონაჟები
„კომბლე“  ახალი თაობისთვის - Sputnik საქართველო
გოგა ქაცარავას მიერ შექმნილი კომბლეს პერსონაჟები

– მშობლები ბავშვებს,  ძირითადად,  უცხოურ ანიმაციურ ფილმებს  სთავაზობენ საყურებლად, როგორ ფიქრობ რატომ?

– არ ვიცი, თუმცა,  მგონია,  რომ ბავშვები თავად  ირჩევენ რას უყურონ და ფაქტია ქართულს არ ირჩევენ.  რა თქმა უნდა, მშობლების როლიც მნიშვნელოვანია ამ არჩევანში. ყოველივე აქედან გამომდინარე,  მიზეზი გასაგები იყო ჩემთვის და ბევრი არც მიბრძოლია.

– როგორ გგონია ბავშვებს მოეწონებათ  „კომბლე“?

– ვფიქრობ რომ მოეწონებათ. ამ პროცესში  სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის, ფსიქოლოგები  ჩაერთვებიან… 

© photo: courtesy of Gogi Katsaravaგოგა ქაცარავა
„კომბლე“  ახალი თაობისთვის - Sputnik საქართველო
გოგა ქაცარავა

– საზოგადოებოების მხრიდან როგორი გამოხამურება მოჰყვა ქართული ზღაპრის გმირების გათანამედროვებას?

– გამოხმაურება დადებითი იყო. ყველას ძაალიან მოსწონს,  თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერასაც მოითხოვს.

სამომავლო  გეგმებია ბევრია. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემთვის  „კომბლეს“  და სხვა ქართული ზღაპრების  გაცოცხლება, გათანამედროვება და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებაა. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში მოთხოვნები განსხვავებულია და იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ქართული მულტფილმები საინტერესო და საყვარელი გახდეს, აუცილებელია იგი თანამედროვეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0