სასამართლო დავები ბიზნესისათვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება

© Pixabay / succoსასამართლოს სიმბოლოები
სასამართლოს სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რითი იზიდავს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემო უცხოელ ინვესტორებს და რამდენად არის ის მორგებული ადგილობრივი ინვეესტორების ინტერესებზე, „Sputnik საქართველოს“ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე ესაუბრა.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  2017 წელს 1 861,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენენელია.

© FB/ Levan Kalandadzeლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე

- ბატონო ლევან, თქვენი შეფასებით საქართველოში ბიზნესგარემო უცხოელ ინვესტორზეა უფრო მორგებული თუ ადგილობრივზე?

— მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქცენტი ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორცილებაზე აქვს. მათ შორის ძალიან ბევრი სახელმწიფო რეგულაციაა მორგებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე იმიტომ, რომ ეს ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უცხოელების დაინტერესება შიდა ინვესტორების დაჩაგვრის ან შეზღუდვის ხარჯზე ხდება. საინვესტიციო თვალსაზრისით საქართველო მართლაც წარმოადგენს ძალიან მიმზიდველ ქვეყანას, რადგან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ბევრ ქვეყანასთან, ამავე დროს, ჩვენი საგადასახადო სისტემა არის მაქსიმალურად ლიბერალური როგორც გადასახადების განაკვეთების, ასევევ გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირების მხრივ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შარშან განხორციელებული მოგების გადასახადის რეფორმაც — ე.წ „ესტონური მოდელი“, რომელიც ბიზნესს რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს. ესეც არის გარკვეული სტიმული უცხოელი და ქართველი ინვესტორისთვის, რათა გაზარდოს როგორც საწარმოო სიმძლავრე, ასევე მომავალში მისაღები მოგების ოდენობა.

რუსული რუბლი და აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
რა გავლენა ექნება რუსული რუბლის გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკაზე

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადგილობრივი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ზედმეტად გადახდილი დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების სისტემის დანერგვა  და ამუშავებაა. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტყვა „ავტომატური“.  ანუ სისტემა  თავად უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას და ადამიანური ფაქტორი მაქსიმალურად არის გამორიცხული. ხელისუფლების მხრიდან წელს ასევე დაანონსდა მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისკენ არის მიმართული და ვფიქრობ, ეს ეკონომიკურ პოლიტიკას ბიზნესზე მეტად ორიენტირებულს გახდის.

-რამდენად არის საკმარისი ის, რაც გაკეთდა? 

— მოდი, ასე ვთქვათ: ეს არის აუცილებელი, მაგრამ არ არის საკმარისი. ბიზნესისთვის ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა სასამართლო დავები, კერძოდ მათი განხილვის ვადები, რადგან ერთ მოსამართლეზე რამდენიმე ასეული საქმე მოდის, ისინი მათ განხილვას ვერ აუდიან. ამიტომ ძალიან ხშირად ეს დავები წლობით გრძელდება და ეს ის საკითხია, რომელიც უახლოეს წლებში უნდა მოგვარდეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ხელსაყრელი ბიზნესგარემო გვქონდეს.

სახნავი მიწა - Sputnik საქართველო
ცვლილებები აგროდაზღვევაში: დაირეგისტრირეთ მიწა და დააზღვიეთ მოსავალი

-ღვინის კომპანია „ბადაგონის“ გარშემო შექმნილ სიტუაციას როგორ აფასებთ?

— ეს არის ორი დამფუძნებლის კერძო დავა, რომელშიც სახელმწიფო არ ერევა და კარგსაც აკეთებს. პრაქტიკა, როცა სახელმწიფო კერძო სუბიექტების დავაში უხეშად ერეოდა და თვითონ ანაწილებდა ვის რა ერგებოდა, იყო ძალიან ცუდი და მანკიერი, დავინახეთ, სადამდე მიგვიყვანა ამან. ხელისუფლება თანაბარი ბიზნეს გარემოს შემქმნელი უნდა იყოს და არა მტყუან-მართალის გამრკვევი.

-ფინანსთა მინსიტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ბანკები ეკონომიკის მუხრუჭები არიან,  საზოგადოების ნაწილმა ბიზნესზე ზეწოლად აღიქვა, თქვენ როგორ ფიქრობთ?

— მე ვთვლი, რომ მამუკა ბახტაძემ სწორი აქცენტი გააკეთა. ბანკები აფინანსებენ ეკონომიკის გარკვეულ ნაწილს. დღეს ქვეყნის განვითარებისთვის  გარკვეული გამოწვევები არსებობს და ერთერთი — მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებს არ მიუწვდებათ ხელი საკრედიტო რესურსზე, საოპერაციო კაპიტალზე. სახელმწიფო ამ პრობლემის ბანკებთან ერთად  მოგვარების ინციატივით გამოვიდა და ეს არ იყო ვინმეს წინააღმდეგ გალაშქრება, მე მგონია, რომ ეს საკმაოდ პრაგმატული გათვლაა.

ბიტკოინი - Sputnik საქართველო
რა კავშირშია კრიპტოვალუტის მაინინგი ელექტროენერგიის ღირებულებასთან

-ტაქსისტების  ლიცენზირებაზე რას იტყვით, ამბობენ, რომ ეს ძალიან შეამცირებს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობას.

– ყველა განვითარებულ ან განვითარებაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამ შემთხვევაში ტაქსი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ნორმებს როგორც უსაფრთხოების, ასევე სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით. მაგრამ ერთია, რომ  ეს სფერო უნდა მოწესრიგდეს  მეორე –  როგორ და რა ვადაში.  ამ ბიზნესში დასაქმებულია ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებისთვისაც ყოველდღიური შემოსავალი, ე.წ. პური ფული ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა, რომ  ნაბიჯები, რომლებიც  უკავშირდება პირველ რიგში რეგისტრაციას, შემდეგ მანქანის წესრიგში მოყვანას, სატრანსპორტო საშუალების წლოვანებას და ა.შ., დროში იყოს სწორად განაწილებული, რათა ნაკლებად მტკივნეული იყოს ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის.

   
ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0