18:02 21 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ტურისტები სეირნობენ თბილისის ისტორიულ ცენტრში

გიგოლაშვილი: დაზღვევის ბაზარს რყევები არ უყვარს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (65)
2910

დღეისათვის საქართველოს დაზღვევის ბაზარზე 16 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მეორე კვარტალში მათი ერთობლივი წმინდა მოგება 2,43 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო მოზიდული პრემია - 247,4 მლნ ლარს.

რამდენად სტაბილურია დღეს ეს ბაზარი და რა ცვლილებები ელოდება მის მონაწილეებს, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი.

— დღეს ეს ბაზარი საქართველოში სტაბილურია. საერთოდ, დაზღვევის ბაზარს რყევები არ უყვარს. ის, ვისაც დაზღვევის სურვილი და ფული ჰქონდა, უკვე დაზღვეულია, ხოლო იმათთან, ვისაც დაზღვევის სურვილი ან ფული არ გააჩნია, მუშაობა რთულია. პირველ ყოვლისა, სასურველია, რომ ავტოტრანსპორტის მფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირების მიმართ სავალდებულო გახდეს. ვგულისხმობ არამარტო იმათ, ვინც ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის, არამედ ყველას, ვინც აქ ავტოტრანსპორტით გადაადგილდება. 

ავტოტრანსპორტის მფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირების მიმართ გულისხმობს შემდეგს. თუ ავტოტრანსპორტმა მოძრაობისას სხვა ფიზიკურ პირს, მოქალაქეს ან ორგანიზაციას ზიანი მიაყენა ან დაეჯახა ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა ან დაზიანება მიიღო, და მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ან მან სხვისი ქონება დააზიანა ან დაეჯახა მანქანას, კედელს, განათების სვეტს, ან გზა დააზიანა და ა.შ. და დადგა მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, უკანასკნელი ვალდებულია ზარალი აანაზღაუროს.

დაზღვევის შემთხვევაში, ამ ზარალს მის ნაცვლად, სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ავტოტრანსპორტის მფლობელი — ფიზიკური პირი თუ კომპანია. თუ პირს, რომელმაც სხვა პირი აზარალა, არ აქვს ფული, ეს მის ფინანსურ მდგომარეობას დიდ დარტყმას აყენებს, მაგრამ რატომ უნდა დაზარალდეს დაზარალებული ან ბიზნესი? ხოლო თუ ის დაზღვეული იქნება, ამ საკითხს სადაზღვევო კომპანია მოაგვარებს.

გარდა ამისა, საერთოდ არ არის განვითარებული სიცოცხლის დაზღვევა და საპენსიო დაზღვევა. არ ვგულისხმობ იმ შემთხვევას, როდესაც ადამიანი იღებს კრედიტს, და დაზღვევა კეთდება იმ შემთხვევისთვის, თუ კრედიტის ამღები პირი გარდაიცვალა და ვიღაცას მისი დაბრუნება მოუწევს. 

საუბარია გრძელვადიან კლასიკურ დაზღვევაზე, როდესაც სახსრები ათეულობით წლების განმავლობაში გროვდება, მერე კი დაზღვეულ პირს უბრუნდება. რაც შეეხება გადახდისუნარიანობას, აქ პრობლემებს ვერ ვხედავ.

- ზოგიერთ ქვეყნებში ორგანო, რომელიც დაზღვევის სექტორს არეგულირებს, დამოუკიდებელი ცალკეული სტრუქტურის სახით გამოყოფილი არ არის. ამას სწორად მიიჩნევთ?

— დაზღვევის სექტორს რეგულირების ცალკეული ორგანო სჭირდება, რადგან ეს ძალიან სპეციფიკური სექტორია.

- "დაზღვევის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება, და ე.წ. "საზედამხედველო გადასახადის" გადახდა სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად აპრობირებულია ეს პრაქტიკა?

— ამ ცვლილებების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება ბიუჯეტს არ დააწვეს. კანონპროექტის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა მოზიდული პრემიებიდან 1% უნდა იხადონ. და ეს საქართველოში არ მოუგონიათ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში დაზღვევის ინდუსტრია უწყების მიმართ უფრო მომთხოვნია — რათა ის უფრო პატიოსნად არეგულირებდეს, საქმეს პროფესიულად მოუდგეს და თანამედროვე სისტემები დანერგოს. ჩვენ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს, დავუშვათ, სავალდებულო დაზღვევის სახეობებთან მუშაობის დაჩქარება. ეს ცვლილება სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს სადაზღვევო კომპანიებისათვის, რადგან აღნიშნული სისტემა ჩვენ ქვეყანაში 2006 წლამდე არსებობდა.

სამედიცინო დაზღვევა საქართველოში
© Sputnik / Maria Tsimintia
სამედიცინო დაზღვევა საქართველოში
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (65)

მთავარი თემები