EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი: თანხები უფრო ეფექტურად უნდა დაიხარჯოს

© photo: Sputnik / Miranda Oganezovaვაზილ ჰუდაკი
ვაზილ ჰუდაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი საუბრობს თუ როგორ ეხმარება ევროპის საინვერსტიციო ბანკი ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოს.

მირანდა ოგანეზოვა

საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა — რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ ფარგლებში საქართველოს ევროპის საინვერსტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი ესტუმრა.

სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვაზილ ჰუდაკმა, რომელიც EIB-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა,  „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მეზობელ ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობებსა და მომავლის პერსპექტივებზე ისაუბრა.

- ბატონო ჰუდაკ, ადრე თქვენ აღნიშნავდით, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების 28  ფინანსთა მინისტრი შედის, მიიჩნევენ, რომ მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე ევროკავშირი ძლიერი ვერ იქნება. რა როლს ასრულებს თქვენთვის საქართველო?

— უდავოდ, საქართველო ევროკავშირის ძლიერი პარტნიორია. ქვეყნის როლი რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება. როგორც არაერთხელ აღინიშნა, რეფორმების ჩატარების კუთხით ქვეყანას რეგიონში მოწინავე პოზიციები უკავია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს. მეორე მხრივ, დიდია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა.

ენგურ-ჰესი - Sputnik საქართველო
საქართველო აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის დეფიციტს დუფარავს

რაც შეეხება ინვესტიციებს, აქაც საქართველო პირველ ადგილზეა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, უკრაინასთან შედარებით საქართველო პროცენტულად მეტ ფინანსურ რესურსს იღებს.

- წელს 10 წელი სრულდება, რაც EIB-მა თავისი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. თქვენ, ძირითადად, სახელმწიფო კომპანიებს აფინანსებთ?

— ჩვენ ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებიც ევროკავშირის გავლით გადის. ახლა ჩვენ კერძო სექტორსაც აქტიურ მხარდაჭერას ვუწევთ. მაგალითად, თბილისში დავიწყებთ კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) დაფინანსებას, მხარს დავუჭერთ კომპანიის ობიექტების მოდერნიზაციას.

ჩვენი მხარდაჭერა რიგითმა მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ. შეგახსენებთ, რომ ბანკი აფინანსებს მსხვილ პროექტს, რომელიც ქვეყანაში გზების რემონტს უკავშირდება. 250 კილომეტრის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე EIB საქართველოს 250 მილიონ ევროს გამოუყოფს. ჩემი ვიზიტის დროს გავაფორმეთ ხელშეკრულება ვარდნილი ჰესის და ენგურჰესის რეკონსტრუქციაზე 3,5 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ვგეგმავთ ბათუმის ავტოპარკის დაფინანსებას.

© photo: Sputnik / Miranda Oganezovaევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი
Вице-президент Европейского инвестиционного банка Вазил Худак в Батуми  - Sputnik საქართველო
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი

- ბანკში რა სიახლეების შეტანას გეგმავთ?

— ეს პოსტზე სულ რაღაც 8 თვეა რაც დავიკავე. მე EIB-ის საარჩევნო ოლქის ყველა 9 წევრმა დამიჭირა მხარი: ბულგარეთმა, კვიპროსმა, უნგრეთმა, მალტამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ხორვატიამ და ჩეხეთმა. და ჩემი სურვილია მათი ნდობის გამართლება, EIB-მ ამ ქვეყნებში უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს.

ევროკავშირში განიხილება საკითხი, როგორი იქნება ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ფინანსირების სტრუქტურა 2020 წლის შემდეგ. ნაწილობრივ ეს Brexit-ს უკავშირდება. დიდი ბრტანეთი ევროკავშირის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ნეტო-გადამხდელი იყო.

მეორე მხრივ, დღის წესრიგში დგას მიგრაციის საკითხები, ევროკავშირის ერთიანი თავდაცვითი სისტემის შექმნის საკითხი. პირდაპირ ვიტყვი, თანხა ნაკლები გვექნება, მაგრამ საქმე მეტი.

საჭიროა უფრო ეფექტური გამოყენება არსებული ფინანსების.

ქუთაისი-ზესტაფონის-საავტომობილო-ტრასა - Sputnik საქართველო
ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს გზების რემონტზე კრედიტი გამოუყო

- მეზობლებთან ურთიერთობაზე ეს არ იმოქმედებს?

— „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით EIB-ს განსაკუთრებული როლი აკისრია. ჩვენ ვქმნით ეკონომიკურ პლატფორმას მეზობლებთან ევროკავშირის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ახლა ბანკი იწყებს მოღვაწეობას ბელარუსში, ამ ქვეყნის მთავრობასთან ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა. ჩვენ პრიორიტეტებში შედის აგრეთვე სატრანსპორტო ქსელების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. დავაფინანსებთ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ბელარუსს პოლონეთთან და ლიტვასთან დააკავშირებს.

სამწუხაროდ, რუსეთთან დაკავშირებით სიტუაცია კვლავ უცვლელი რჩება, სანქციების პოლიტიკა მოქმედებს.

ჩვენ, როგორც ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებული ბანკი, რუსეთში აქტიურ საქმიანობას ვერ ვაწარმოებთ. ეს კი საზიანოა ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან. სიტუაცია ნორმალური რომ ყოფილიყო, ევროპული, რუსული და სხვა კომპანიების მონაწილეობით ერთობლივ პროექტებს განვახორცილებედით. სამწუხაროდ, რელობა ისეთია, როგორიც არის.




ყველა ახალი ამბავი
0