პარიზის სენ-დენის მუზეუმის ქართველი მასპინძელი და მისი სახიფათო თავგადასავალი

© ეკა გრძელიძის პირადი არქივიეკა გრძელიძე
ეკა გრძელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა "ქართველები უცხოეთში" დღეს საფრანგეთში მცხოვრებ ჟურნალისტს ეკა გრძელიძეს შეგახვედრებთ, რომელმაც ხიფათიანი და თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება განვლო.

სტუდენტობის შემდეგ დისერტაცია ბატონ ნოდარ ტაბიძესთან დაიცვა, რასაც მისი ცხოვრების აქტიური, "რევოლუციური" ხანა მოჰყვა. შემდეგ კი ემიგრაციის ყველა ეტაპი გაიარა. მდინარე ტისა გასაბერი ნავით გადაცურა და უნგრეთის ჩაკეტილ საემიგრაციო ბანაკში აღმოჩნდა, საიდანაც აუტანელი პირობების გამო ოჯახთან ერთად ისევ გაიქცა.

შემდეგ იყო ფრანგულ გარემოსთან დაახლოების რთული მომენტი — ფრანგული ენისა და ისტორიის შესწავლა. მალე ტურისტული აგენტის პროფესიასაც დაეუფლა. დღეს პარიზში ცხოვრობს და საფრანგეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ, სენ-დენის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში მუშაობს. პარალელურად კი უნივერსიტეტ Pariss-ში ინგლისურ-რუსული ენების ფაკულტეტზე სწავლობს.

ეკა გრძელიძეს პარიზში დავუკავშირდით.

© ეკა გრძელიძის პირად არქივიეკა გრძელიძე ოჯახთან ერთად
ეკა გრძელიძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ეკა გრძელიძე ოჯახთან ერთად

— ქალბატონო ეკა, თქვენ შემთხვევაშიც ხომ ყველაფერი საქართველოში დაიწყო: უნივერსიტეტი, რადიო, პრესა… პირადად მე რადიოდან მახსოვხართ.

— გმადლობთ, ასეთი ნდობა რომ გამომიცხადეთ. რესპონდენტის როლი იოლი არ ყოფილა. რადიოს თანამშრომლები იმთავითვე უცნაურ ნდობას მიცხადებთ. თავის დროზე ჟურნალისტმა თამრიკო კიკვიძემ დამაწყებინა რადიოს კორესპონდენტობა: ჩამომკიდა უშველებელი ბაბინებიანი ჩამწერი თავის აქსესუარებით და ასე მხარჩამოგდებული გამიშვა მასალაზე. ლაურა კუტუბიძემ კი დამარიგა – თუ კარიდან არ შეგიშვებენ, ფანჯრიდან გადადიო. ხუმრობით, რა თქმა უნდა. ასეთი მაესტროების ხელში (შემდგომში ბატონი ნოდარ ტაბიძე ხელმძღვანელობდა ჩემ სადისერტაციო თემას) ჩემგან მაგარი ჟურნალისტი უნდა დამდგარიყო. ასეა თუ ისე, დღეს რაც ვარ, ეს ვარ და მიხარია, რომ თქვენი რესპონდენტი ვარ.

მენატრება ჩემი საქართველო და ჩემ ქართველებთან ურთიერთობა. ეს დაახლოებით შვიდი წლის დაგროვილი მონატრება და ემიგრანტული ცხოვრების გამოცდილების გაზიარების სურვილია.

© ეკა გრძელიძის პირადი არქივი ეკა გრძელიძე: მენატრება ჩემი საქართველო და ჩემს ქართველებთან ურთიერთობა
ეკა გრძელიძე: მენატრება ჩემი საქართველო და ჩემს ქართველებთან ურთიერთობა - Sputnik საქართველო
ეკა გრძელიძე: მენატრება ჩემი საქართველო და ჩემს ქართველებთან ურთიერთობა

— ძალიან კარგი, ეს რუბრიკაც ამიტომ არსებობს. დღეს თქვენ ერთ ფრანგულ პრესტიჟულ მუზეუმში მუშაობთ. ფანტაზიას რომ მოვუხმოთ, როგორ გააცნობდით მნახველებს იმ "დარბაზს", სადაც თქვენი ცხოვრების ქართული პერიოდის ამსახველი ფოტოები, ამბები და განცდებია გამოფენილი?

— რა ლამაზად თქვით — მუზეუმის დარბაზი და ჩემი ცხოვრების ქართული პერიოდის ამსახველი ფოტოები… ახლა მივხვდი, რატომ მაქვს მუზეუმთან ასეთი დამოკიდებულება — ჩემ თავში მოვიცავ მუზეუმს. თქვენ მაძლევთ უფლებას, რომ გამოჩენილი ადამიანივით ვილაპარაკო საკუთარ თავზე? მაშინ როლს მოვირგებ და თავს ღირსად ჩავთვლი. 

ტოსკანას რეგიონალურ ორგანიზაციაზე - Sputnik საქართველო
თბილისური ფლორენცია და ქართველების ხშირი სტუმრობა იტალიის უნივერსიტეტში

კადრი ნომერი პირველი: "წკაპ!" — ამბობენ, ჰარმონიულობა რომ არ დაირღვეს. თანაც, წესიც ასეთია: დედამ და მამამ ერთად უნდა გაზარდონ ბავშვი. წინააღმდეგ შემთხვევაში დედის გაზრდილი ბიჭი დედიკოს ბიჭი გამოდის, მამის გაზრდილი… ვერ გეტყვით, რა გამოდის, მაგრამ ბაბუის გაზრდილი გოგო რომ დაახლოებით ჩემნაირი გამოდის, ეს ფაქტია და დიდი ხანი არ არის, რაც ეს აღმოვაჩინე.

საკუთარ ქვეყანაში, განცდილი უსამართლობის შემდეგ, გაჩერება აღარ შემეძლო. როცა პროკლამაციებით ხელში საფრანგეთის კომუნის მეგაზეთესავით დავრბოდი, რისი იმედი მქონდა, თვითონაც არ ვიცი. "გამომივიდა რევოლუციონერი!" — აი, ასეთი და კიდევ უარესი სიტყვებით ვამკობდი საკუთარ თავს უკუნი ღამით უკრაინის ტრამალებსა და ჭაობებში. მერე მდინარე ტისაზე რეზინის გასაბერი ნავით მივცურავდით მე, მარიამი და ბარბარე (ჩემი შვილები), ხოლო ჩემი ქმარი და უფროსი ვაჟი ნიკა ცურვით მოჰყვებოდნენ მას და მიმართულებას აძლევდნენ.

გადავრჩით… 

© ეკა გრძელიძის პირადი არქივიეკა გრძელიძე: მინდა, რომ ჩემი საქართველო გათავისუფლდეს სტერეოტიპებისაგან, პროვინციალიზმისგან, დამახინჯებული ტრადიციებისგან და მისი ბედნიერი ხმა მთელ სამყაროს გასწვდეს
ეკა გრძელიძე: მინდა, რომ ჩემი საქართველო გათავისუფლდეს სტერეოტიპებისაგან, პროვინციალიზმისგან, დამახინჯებული ტრადიციებისგან და მისი ბედნიერი ხმა მთელ სამყაროს გასწვდეს - Sputnik საქართველო
ეკა გრძელიძე: მინდა, რომ ჩემი საქართველო გათავისუფლდეს სტერეოტიპებისაგან, პროვინციალიზმისგან, დამახინჯებული ტრადიციებისგან და მისი ბედნიერი ხმა მთელ სამყაროს გასწვდეს

ცოტა ხანში ნიკამ გვამცნო, რომ ევროპა გამოჩნდა — მდინარეში "კოკა-კოლის" ცარიელი ბოთლი დაინახა ზედ უნგრული წარწერებით და მიხვდა, რომ უნგრეთში ვიყავით. 

ახლა ვფიქრობ, იქნებ იმ ერთი ღამისთვის მთელი განვლილი ცხოვრება გვამზადებდა უფალი?..

— გარკვეული პერიოდი უნგრეთის ემიგრაციულ ბანაკში მოგიწიათ ცხოვრება. როგორ გახსენდებათ ის დრო?

— ოთხი თვე უნგრეთის ჩაკეტილ ბანაკში დავყავით სხვადასხვა ეროვნების, რწმენისა და ფერის ადმიანებთან ერთად. იმ ბანაკის ხელმძღვანელობას ადამიანის დათრგუნვის საოცარი ფსიქოლოგიური მეთოდები ჰქონდა. ეს იყო პატარა ფაშისტური გადმონაშთი, ბეკეშჩაბას დახურული საემიგრაციო ბანაკი. თავიდან მშვიდად ვიყავით, ვფიქრობდით, აი, ახლა გაგვიშვებენ, აი ახლაო…

არ დამავიწყდება: ერთ დღეს ჩემი მეუღლე ბონდო ოთახში აღშფოთებული შემოვიდა, ერთი ჩვენსავით ოთახში გამოკეტილი კაცი თავს იხრჩობდა და თანასაკნელებმა გადაარჩინესო. მაშინ უკვე ცხადად მივხვდით, რომ სერიოზულ საფრთხეში ვიყავით. ბანაკში განერვიულებულ ადამიანებს ფსიქოტროპულ საშუალებებს განუზომელი რაოდენობით აძლევდნენ, ექიმის დანიშნულების გარეშე. კომუნიკაციები კონტროლდებოდა. ხელმძღვანელობა მონოტონურად გვპასუხობდა, არ ვიცით, აქედან როდის გახვალთო. აი, სწორედ ასეთი ჩაკეტილი ბანაკიდან გავიქეცით და ეს ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი მორიგი სასწაული იყო. 

გოჩა იაშაღაშვილი - Sputnik საქართველო
ნიურნბერგის მერის მოადგილის რჩეული ქართველი, რომლის მუსიკით გერმანელები მკურნალობენ

— იმის მერე, რაც ეს კოშმარი გამოიარეთ, საფრანგეთში აღმოჩნდით და თქვენი ცხოვრების ფრანგული პერიოდიც დაიწყო.

— როდესაც საზღვარგარეთ სასწავლო ან სამუშაო მისიით მიდიხარ, მოგეხსენებათ, ეს საუკეთესო საფუძველია, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება ჰარმონიულად გააგრძელო. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე არ იყო. საფრანგეთისთვის სრულიად მოუმზადებლები აღმოვჩნდით. ფრანგული ენა საერთოდ არ ვიცოდით, ხოლო ფიზიკური სამუშაოებისთვის გამოუსადეგარი ვიყავით. უცხო ქვეყანაში, თუ იქაურ ენაზე არ მეტყველებ, მენტალური ინვალიდი ხარ. ამიტომ ჩემ თავს ვუთხარი: ან ისწავლი ფრანგულს, ან… თუმცა მეორე "ან" არ არსებობდა და ენის შესწავლა დავიწყე, რაც დღემდე არ დამიმთავრებია. კარგად იცით, ენის შესწავლაში ასაკობრივი ბარიერი უმთავრეს როლს თამაშობს. 

საფრანგეთში ასეთი კანონია: თუ ენის ერთ დონეს ჩააბარებ და 70 პროცენტზე მაღალ შედეგს მიიღებ, მეორე დონეს უფასოდ გასწავლიან. ხოლო თუ საუნივერსიტეტო დონეს მიაღწევ, მერე უკვე ნებისმიერ სასწავლებელში გზა ხსნილი გაქვს. 

მოკლედ, გავიგიჟე თავი. ასე მოვხვდი ინგლისურ-რუსულ ფაკულტეტზე უნივერსიტეტში და შემდეგ ტურისტული აგენტის ფორმაციაზე, რის შემდეგაც სტაჟს სენ-დენის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში გავდიოდი.

© ეკა გრძელიძის პირადი არქივიეკა გრძელიძე: აქ ყველაფრისგან სიამოვნებას იღებ და ბედნიერებას განიცდი, რადგან ადამიანები სტერეოტიპებით არ აზროვნებენ
ეკა გრძელიძე: აქ ყველაფრისგან სიამოვნებას იღებ და ბედნიერებას განიცდი, რადგან ადამიანები სტერეოტიპებით არ აზროვნებენ - Sputnik საქართველო
ეკა გრძელიძე: აქ ყველაფრისგან სიამოვნებას იღებ და ბედნიერებას განიცდი, რადგან ადამიანები სტერეოტიპებით არ აზროვნებენ

 — რამდენადაც ვიცი, იმ მუზეუმში პრაქტიკებზე ისე გამოიჩინეთ თავი, რომ იქვე დაგტოვეს. 

— დიახ, მუზეუმში დარჩენა შემომთავაზეს. დღეს ჩემი მისიაა, რომ მივიღო ვიზიტორები, ვუპასუხო შეკითხვებზე, ზედამხედველობა გავუწიო ექსპონატებს… 

მუზეუმის თანამშრომლები ინტელექტუალური ადამიანები არიან, რომლებთანაც ურთიერთობის ყოველი წუთი ჩემთვის მნიშვნელოვანია. 

რაც შეეხება მუზეუმს, მისი შენობა წარსულში დედათა მონასტერი იყო, რომელიც იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ იქ აღიკვეცა მონაზვნად ლუდოვიკო მეთხუთმეტის ქალიშვილი, პრინცესა ლუიზ დე ფრანი, რომელმაც ვერსალის სასახლეს იმ დროისათვის ძალზე მოკრძალებული მონასტერი არჩია. თურმე ამბობდა, მონასტრის სენაკში მყოფი მონაზონი უფრო ბედნიერია, ვიდრე ვერსალის სასახლეში მცხოვრები მეფის ასულიო.

ნათია ლეონე - Sputnik საქართველო
ნათია ლეონეს იტალიური სიყვარული და ქართული მონატრება

მუზეუმი დაახლოებით სამოცდაათიან წლებში დაარსდა სენ-დენის მონასტერში, რომელიც პარიზის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. ეს სწორედ ის 7 კილომეტრია, რომელიც, როგორც ლეგენდა ამბობს, მონმარტრზე წარმართების მიერ თავმოკვეთილმა წმინდა მამა სენ-დენიმ გაიარა საკუთარი თავით ხელში ისე, რომ ლოცვა არ შეუწყვეტია… 

— ქალბატონო ეკა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ და უნივერსიტეტ "აჭარაში" ლექციებს კითხულობდით, დღეს კი საფრანგეთში უნივერსიტეტ Pariss-ში ინგლისურ-რუსული ენების ფაკულტეტზე სწავლობთ…

— სტუდენტობაზეც მოგახსენებთ. დაახლოებით 30 წლის წინ, როცა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, 17 წლისა გახლდით. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ჩემივე ასაკის მეგობრები შევიძინე და დრო სიცილ-ხარხარში გაგვყავდა. ერთი სტუდენტი კაცი გვყავდა შემოერთებული ფაკულტეტიდან და მის უკან გვიწევდა ხოლმე ჯდომა. იმ ასაკში იყო, სიქაჩლე რომ იწყება და ჩვენც მეტი რა გვინდოდა — შევხედავდით თავზე და ვიწყებდით სიცილს. წარმოგიდგენიათ, რა ბოროტები ვიყავით? ჰოდა, ახლა აუდიტორიაში რომ შევდივარ, ღირსი არ ვარ, სამაგიერო რომ გადამიხადონ?

მაგრამ აქ ყველაფრისგან სიამოვნებას იღებ და ბედნიერებას განიცდი – თუნდაც სწავლისგან, თუნდაც ცეკვისგან, რადგან აქ ადამიანები სტერეოტიპებით არ აზროვნებენ. ნება შენია, როცა გინდა, მაშინ ისწავლი.

 — სიტყვამ მოიტანა და, როგორია თქვენი თვალით დანახული და განცდილი ფრანგულ-ქართული პარალელები და ემოციები? 

— საქართველოში ასეა: რაღა დროს შენი ეს არის, რაღა დროს შენი ისაა… აქ კი ყველაფერი სიმღერით უნდა აკეთო და ცხოვრებით დატკბე. ეს არის აქაური ცხოვრების მადლი და ფრანგული ფილოსოფია.

ხშირად ცრემლებამდე მივდივარ, ისე მინდა, რომ ჩემი საქართველოც ასე გათავისუფლდეს ყველაფრისგან – სტერეოტიპებისგან, პროვინციალიზმისგან, დამახინჯებული ტრადიციებისგან და მისი ბედნიერი ხმა მთელ სამყაროს გასწვდეს; იყოს ისეთი, როგორიც ფილმ "პეპელას" გმირია ბოლო კადრში: ცოცხალი, ბოლომდე თავისუფალი და ამ თავისუფლების შეგრძნებით ბედნიერი.

ყველა ახალი ამბავი
0