აჩუქე საყვარელ ადამიანს შენი ხმა "მორიარტის" დახმარებით

© FB/ Moriartyმორიარტის ნამუშვარი
მორიარტის ნამუშვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა

"მორიარტი" პერსონალური ილუსტრაციებისა და ხმის ვიზუალიზაციის შემოქმედებითი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ საჩუქრებს სთავაზობს. "მორიარტი" ორმა მეგობარმა — სალომე წიქარიძემ და მარიამ ალთუნაშვილმა შექმნეს.

როგორც სალომე წიქარიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, "მორიარტი" მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აქციონ სასურველი ფოტო ილუსტრაციად და საყვარელ ადამიანს სიმბოლური, მათივე ფანტაზიითა და გემოვნებით შექმნილი პოსტერი აჩუქონ.

© სალომე წიქარიძის პირადი არქივისალომე წიქარიძე
სალომე წიქარიძე - Sputnik საქართველო
სალომე წიქარიძე

— რა არის "მორიარტი?"

— "მორიარტი" შემოქმედებითი ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და მომხმარებელს ორიგინალურ სასაჩუქრე იდეებს სთავაზობს. თავდაპირველად მთავარი მიმართულება ხელით მოხატული მაისურები იყო, ამჟამად მხოლოდ პოსტერებზე ვართ ორიენტირებული.

— როგორ გაჩნდა "მორიარტის" შექმნის იდეა და რა გზა გაიარა სანამ საზოგადოებამდე მივიდოდა?

— იდეა მე და ჩემ მეგობარს უნივერსიტეტში ჩაბარებისას გაგვიჩნდა. პირველ კურსზე ვიყავით, როცა მოვიფიქრეთ, რომ ჩვენი ჰობი შემოსავლის წყაროდ გვექცია და თან გვეკეთებინა ის საქმე, რაც გვიყვარს. ამიტომ დავიწყეთ მაისურებზე ხატვა. თავიდანვე სხვებისგან რაც გამოგვარჩევდა — ხარისხი და შესრულება იყო, რაც დღემდე გრძელდება. შესაბამისად, წარმატებაც მალე მოვიპოვეთ.

© FB/ Moriarty„მორიარტის“ ნამუშევარი
„მორიარტის“ ნამუშევარი - Sputnik საქართველო
„მორიარტის“ ნამუშევარი

— რა არის ბრენდის მთავარი მიმართულება, ძირითადი ხაზი?

— რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში აუცილებელია მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება. ჩვენი სიახლე და ამ ეტაპზე ძირითადი ხაზი პოსტერებია. იმ პერიოდში გრაფიკულ პროგრამებს ვსწავლობდი და საცდელად მეგობრებს პოსტერებს ვუხატავდი, რამაც ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ ინტერესი გამოიწვია. მირჩიეს შეკვეთების მიღება ამ მიმართულებითაც დამეწყო და ასეც მოვიქეცი.

"მორიარტი" ქართულ ბაზარზე პირველი იყო, სადაც პერსონალური ილუსტრაციები იქმნებოდა და ახლაც ინარჩუნებს პირველობას. პოსტერების შესახებ დადებული პირველი პოსტიდან დღემდე აქტივობა, ცნობადობა, მომხმარებელთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ჩვენი მთავარი მიმართულებაც პოსტერები გახდა. ახლა მხოლოდ ამაზე, ამ მიმართულების განვითარებაზე ვმუშაობთ.

© FB/ Moriarty„მორიარტის“ ნამუშევარი
„მორიარტის“ ნამუშევარი - Sputnik საქართველო
„მორიარტის“ ნამუშევარი

— როგორ ხდება პოსტერების შეკვეთა?

— პოსტერების შესაკვეთად უნდა მოგვწეროთ ფეისბუქ-გვერდზე. უნდა აირჩიოთ სასურველი ფოტო და გვითხრათ, რა გსურთ დაიხატოს ფონად. ეს ყველაფერი ძირითადად ადრესატის ინტერესების მიხედვით ირჩევა, რათა საჩუქარი სიმბოლური და ორიგინალური გამოვიდეს. შემდეგ, როცა ნამუშევარი დასრულდება, გაჩვენებთ პოსტერს და თუ მოინდომებთ, თქვენი სურვილის მიხედვით გავარედაქტირებთ მას, სანამ სასურველ შედეგამდე არ მივალთ. საბოლოო ვერსიას კი დაგიბეჭდავთ და ჩარჩოში ჩაგისვამთ.

"მორიარტის" კიდევ ერთი მიმართულება არის ხმის ვიზუალური გამოსახულება. ჩვენ ვხატავთ და ბგერით ტალღებად, სიხშირეებად ვაქცევთ თქვენ ხმას, რომელსაც ჩაიწერთ – სიმღერა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა აუდიოფაილი. თქვენ კი ირჩევთ ფერებს, ზომას, წარწერას და ჩუქნით საყვარელ ადამიანს თქვენს ხმას.

© FB/ Moriarty„მორიარტის“ ნამუშევარი
„მორიარტის“ ნამუშევარი - Sputnik საქართველო
„მორიარტის“ ნამუშევარი

— ვინ იყო თქვენი პირველი მომხმარებელი?

— ჩვენი პირველი მომხმარებელი იყო მარიამ ტყეშელაშვილი, რომელმაც ბრენდის შექმნის დღესვე სამი მაისური შეგვიკვეთა. ამან უდიდესი სტიმული მოგვცა, რომ მუშაობა მეტი ენერგიითა და მონდომებით განგვეგრძო.

— ვინ არიან ჯგუფის წევრები, ვინც ამ ყველაფერს ქმნის?

— თავდაპირველად "მორიარტის" მაისურებს ვქმნიდით მე და ჩემი მეგობარი მარიამ ალთუნაშვილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მე ვხატავდი, ახლა კი კიდევ ორი მხატვარი გვყავს, რომლებიც "მორიარტიმ" დაასაქმა, რაც, ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის წარმატებას.

© FB/ Moriarty„მორიარტის“ პოსტერი
„მორიარტის“ პოსტერი - Sputnik საქართველო
„მორიარტის“ პოსტერი

— როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

— ჩვენი წარმატების საიდუმლო არის ჩვენი პროდუქციის ხარისხი, მომსახურება, შესრულების ტექნიკა, ინოვატორობა და მუდმივად სიახლეების შეთავაზება. რამდენიმე დღის წინ პოსტერებს ხუთი სხვადასხვა სტილი დავამატეთ. მომავალშიც ბევრ განსხვავებულ სტილსა და ორიგინალურ სასაჩუქრე იდეებს შევთავაზებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.

ყველა ახალი ამბავი
0