„ყარაჩოღელები“ კიშინოვის ქუჩაზე და მხატვრის თვალით დანახული ისტორია

© FB/ Gela Papiashviliგელა პაპიაშვილის ნამუშევრები
გელა პაპიაშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველო“ ახალგაზრდა მხატვარს, 27 წლის გელა პაპიაშვილის გაგაცნობთ. ის პროფესიით მხატვარი-ფერმწერია. ძირითადად რა თემატიკაზე მუშაობს, რამდენად არის შესაძლებელი მხატვარმა თავი პროფესიით ირჩინოს, ამის შესახებ მხატვარი თავად მოგვითხრობს.

ნინი რაზმაძე

- გელა, ხატვა როდის დაიწყე?

— 5 წლიდან ვხატავ. ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული და ის არამარტო ჰობი, არამედ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. 

© FB/ Gela Papiashviliგელა პაპიაშვილი
გელა პაპიაშვილი - Sputnik საქართველო
გელა პაპიაშვილი

- როგორც ვიცი არის ისტორიები, რომელიც შენს ნახატებზე ახდენს გავლენას..

— ზოგადად, ისტორიით დაინტერესებული ვარ. მიყვარს კითხვა, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ეპოქებს რომ ვეცნობი, რაღაც სიახლეს აღმოვაჩენ. რა თქმა უნდა, ისტორიულმა ფაქტებმა თუ მოვლენებმა ჩემს ტილოებზეც ჰპოვა ასახვა. ამ ეტაპზეც ისტორიულ ნამუშევარზე ვმუშაობ.

- თბილისში ძალიან ცნობილია ნახატი, რომელიც კიშინოვის ქუჩაზეა გამოფენილი…

— ჩემი ნამუშევარი „ყარაჩოღელები“ 2009 წელს  ძველი თბილისის ფონზე დავხატე. შეიძლება ითქვას, ყველაფერი ექსპრომტად  მოხდა, უბანში მოსასვენებლი ადგილი გავაკეთეთ, მეგობრები  ფაზენდას ვეძახით. მინდოდა რაღაცნაირად იქაურობა გამელამაზებინა და ამიტომ თემატიკაც ძველი თბილისის შესაბამისი შევარჩიე. 

© Gela Papiashvili„ყარაჩოღელები“ - გელა პაპიაშვილი
„ყარაჩოღელები“ -  გელა პაპიაშვილი - Sputnik საქართველო
„ყარაჩოღელები“ - გელა პაპიაშვილი

- შენი ნახატები ძირითადად რა თემებზეა შექმნილი?

— ჩემს ნახატებში უფრო მეტად ისტორიული თემატიკა სჭარბობს. გარდა ამისა, შექმნილი მაქვს კომპოზიციები მუსიკის თემაზე და სხვადასხვა აბსტრაქციები. ჩემი ნამუშევრები იმპრესიონისტული სტილისაა. 

- პერსოლანური გამოფენა გქონდა?

— დიახ, პერსონალური გამოფენა 2015 წელს იბსუ-ში (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) მქონდა. თავიდან გამოფენის მოწყობა როდესაც გადავწყვიტე, ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი როგორ მიიღებდა საზოგადოება ჩემს ნამუშევრებს, რა გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. 

© FB/ Gela Papiashviliგელა პაპიაშვილის ნამუშევრები
გელა პაპიაშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გელა პაპიაშვილის ნამუშევრები

- დღევანდელ რეალობაში რამდენად არის შესაძლებელი მხატვარმა თავი მხოლოდ ხატვით ირჩინოს?

— ძნელია და ჩვენს რეალობაში შეიძლება ითქვას წარმოუდგენელიც კი. დღეს იშვიათია იპოვო მხატვარი თბილისში, რომელსაც ფინანსური პრობლემები არ აქვს. როგორც სხვებს, მეც მქონია რთული პერიოდები, ამიტომ ზოგჯერ სხვა საქმითაც ვკავდები. ჩემთვის ხატვა უფრო სულიერი საზრდოა, ვიდრე მატერიალური უზრუნველყოფა.

- როგორ ფიქრობ რა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში იმისათვის, რომ ხელოვანებს უფრო მეტი დაფასება ჰქონდეთ?

— ჩემი აზრით, საზოგადოების კულტურის დონეა დაბალი, დიდმა ნაწილმა არ იცის რა ჟანრის ან სტილისაა კონკრეტული ნახატი. ჩვენი საქმიანობის აღქმა ზედაპირულია და ხშირად არასერიოზულიც.  სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ დღევანდელ რეალობაში მხატვრებს ნაკლები დაფასება აქვთ. 

© FB/ Gela Papiashviliგელა პაპიაშვილის ნამუშევრები
გელა პაპიაშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გელა პაპიაშვილის ნამუშევრები

- შენი სამომავლო გეგმები როგორია?

— ამ ეტაპზე გეგმებზე ხმამაღლა ვერაფერს ვიტყვი. სულ ახლახანს, 24 მარტს არტ-ფესტივალი ჩატარდა. ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში 106 მხატვრის ნამუშევარს შორის, ჩემი სამი ნახატიც იყო წარმოდგენილი.  მინდა თითოეულ მხატვარს საშუალება მიეცეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0