თვითნასწავლი ხელოვანი და წყლით ქარგვის საიდუმლო

© FB/ Nana Miqava-Gelashviliწყლით ქარგვა: ბეღურები
წყლით ქარგვა: ბეღურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა მიქავა თვითნასწავლი ხელოვანია. ხელსაქმით წლების წინ დაინტერესდა. თვითონ დაეუფლა ჯვრულ, ტრადიციულ ნაქარგობას, წყლით ქარგვას, გობელენს; ატლასითა და ლენტებით ქმნის უმშვენიერეს პეიზაჟებსა და ნატურმორტებს.

ქალბატონი ნანას სახლში ასობით ულამაზეს და დახვეწილ ნამუშევარს შეხვდებით. უკვე დიდი ხანია გამოფენის მოწყობაზე ოცნებობს. მისი ნამუშევრები ნამდვილად იმსახურებს, რომ ფართო საზოგადოებამ ნახოს და შეაფასოს. „Sputnik-საქართველოს“ ქალბატონი ნანა წყლით ქარგვის მეთოდებზე ესაუბრება.

© FB/ Nana Miqava-Gelashviliნანა მიქავა-გელაშვილი
ნანა მიქავა-გელაშვილი - Sputnik საქართველო
ნანა მიქავა-გელაშვილი

— თქვენს შესახებ მომიყევით, როდის გაგიტაცათ ხელსაქმემ?

— ხელსაქმის სიყვარული და ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. თავიდან თოჯინებისთვის ვკერავდი და ვქსოვდი კაბებს, მოზრდილ ასაკში კი ჩემთვის დავიწყე ქსოვა. ჯერ კაშნეს და ქუდებს ვიქსოვდი, მერე უკვე პულოვერებს, კაბებს… ლაბადა და პალტოც მომიქსოვია. ჯერ ჩხირებით ვქსოვდი, მერე ყაისნაღსაც დავეუფლე და ტანსაცმლიდან გადასაფარებლებზე გადავედი.

© Courtesy of Nana Miqava-Gelashviliწყლით ქარგვა: წმინდა გიორგი
წყლით ქარგვა: წმინდა გიორგი - Sputnik საქართველო
წყლით ქარგვა: წმინდა გიორგი

რაც შეეხება ქარგვას, ეს საქმე 20 წლიდან დავიწყე. პირველად ჩემი თანამშრომლის ნაქარგი ვნახე და გავოგნდი. ეს წყლით ნაქარგი იყო. ფაქტობრივად, ხატავ, ოღონდ ძაფებით — ქაღალდის ნაცვლად ნაჭერზე, ფუნჯების ნაცვლად – ნემსითა და ძაფით.

რამდენიმე სურათის მოქარგვის შემდეგ ჯვარედინ ქარგვაზე გადავედი. მერე გობელენი მომეწონა და ამასაც დავეუფლე. შემდეგ ბისერებიც მოვსინჯე.

© FB/ Nana Miqava-Gelashviliწყლით ქარგვა: ეგვიპტელი ფარაონი
წყლით ქარგვა: ეგვიპტელი ფარაონი - Sputnik საქართველო
წყლით ქარგვა: ეგვიპტელი ფარაონი

ლენტებით ქარგვამაც ძალიან მომხიბლა და ბევრი სურათი მაქვს შექმნილი — ატლასისა და აბრეშუმის ლენტებით საოცრებები იქმნება. მოგვიანებით ალმასებმა გამიტაცა. ახლა ხალიჩას ვქსოვ…

ერთი სიტყვით, ძალიან მიყვარს ხელსაქმე.

— ქარგვის ამ სახეობებს შორის ყველაზე რთული რომელია?

— თავიდან ყველა რთული გეჩვენება, მაგრამ მერე გიადვილდება. ცოტა მონაცემებიც უნდა გქონდეს, ალბათ, და მონდომებაც. უნდა გრძნობდე ფერებს, სული უნდა შთაბერო ნაქარგს, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

© FB/ Nana Miqava-Gelashviliწყლით ქარგვა: პეიზაჟი
წყლით ქარგვა: პეიზაჟი - Sputnik საქართველო
წყლით ქარგვა: პეიზაჟი

ამას სიტყვით ვერ გადმოვცემ. ყველაფერს ნახაზით ვერ მიჰყვები, უნდა გრძნობდე. ყველაზე დიდ სიამოვნებას წყლით ქარგვა მანიჭებს და ყველაზე რთულადაც ეს მეჩვენება, დროც დიდი მიაქვს, ერთ ნაქარგს თვეები სჭირდება.

— რა სპეციფიკა აქვს წყლით ქარგვას?

— წყლით ქარგვისას, ალბათ, ყველა თავის სპეციფიკას იყენებს. მე, მაგალითად, ვიღებ სასურველი სურათის ორიგინალს, პირველ რიგში, ვაფიქსირებ ზომას — მასშტაბებს ან ვზრდი, ან ვამცირებ სასურველ ზომამდე, შემდეგ ასლი გადამაქვს ტილოს ნაჭერზე, ანუ მონახაზის კონტურებს ვაკეთებ, შემდეგ ვარჩევ მულინეს ძაფებს და ვითვლი, რამდენი ცალი და რამდენი ფერი მჭირდება. რაც უფრო კარგი ხარისხის ძაფია გამოყენებული, მით უფრო კარგი გამოდის ნამუშევარი. ბოლოს ვიღებ რგოლს, ნემსს და ვიქმნი სამუშაო განწყობას.

© FB/ Nana Miqava-Gelashviliწყლთ ქარგვა: ნიკო ფიროსმანის "მეთევზე"
წყლთ ქარგვა: ნიკო ფიროსმანის მეთევზე - Sputnik საქართველო
წყლთ ქარგვა: ნიკო ფიროსმანის "მეთევზე"

— თვითონ ისწავლეთ და ჩახვდით წყლით ქარგვის საიდუმლოს თუ ვინმემ გასწავლათ?

— სპეციალურ გაკვეთილებზე არ მივლია, თანამშრომელმა ამიხსნა ეს სტილი, ვისი ნამუშევარიც ვნახე პირველად. იმ დღიდან დავიწყე და დღემდე ერთგულად ვემსახურები ამ საქმეს. სხვა დანარჩენებიც ჩემით ვისწავლე. ლენტებით ქარგვა ჩემმა მეგობარმა ლალიკომ მაჩვენა სკაიპით — ამერიკაშია, იქ ქმნის შედევრებს — სინჯე, ვიცი, გამოგივაო.

© FB/ Nana Miqava-Gelashviliწყლით ქარგვა: მცხეთა
წყლით ქარგვა: მცხეთა - Sputnik საქართველო
წყლით ქარგვა: მცხეთა

 

— დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ, როგორ ახერხებთ ამდენი ნამუშევრის შექმნას?

— ქარგვა ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაცაა და დასვენებაც. იძულებით ვერ მოქარგავ და ვერც მოქსოვ. მიყვარს ეს საქმე და როდესაც რაღაც ახალს ვაკეთებ და ვეუფლები, ღამეებსაც კი ვათენებ. სასურველ შედეგს რომ ვხედავ, თავს ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა.

© FB/ Nana Miqava-Gelashviliწყლით ქარგვა: ხატი
წყლით ქარგვა: ხატი - Sputnik საქართველო
წყლით ქარგვა: ხატი

— დღეისთვის სულ რამდენი ნამუშევარი გექნებათ?

— არც დამითვლია. ბევრი მაქვს, ალბათ, ასზე მეტი. ქარგვა შვილსაც ვასწავლე და საერთო ჯამში ძალიან ბევრი ნაქარგი გვაქვს. ვემზადებით გამოფენისთვის. პერსონალური გამოფენა ჩემი ოცნებაა, მაგრამ ჯერ ვერ მოვაბი თავი. იმედი მაქვს, ამ ოცნებას ავიხდენ.

© FB/ Nana Miqava-Gelashviliწყლით ქარგვა: ეგვიპტელი ქურუმები
წყლით ქარგვა: ეგვიპტელი ქურუმები - Sputnik საქართველო
წყლით ქარგვა: ეგვიპტელი ქურუმები

— არის ისეთი რამ, რაც არ იცით და გინდათ ისწავლოთ?

— რა თქმა უნდა, ასეთი ბევრია და სურვილიც დიდი მაქვს ვისწავლო. შეუძლებელი არაფერია, მთავარი მონდომებაა და საქმის სიყვარული.

ყველა ახალი ამბავი
0