დასვენებული მძღოლი საზოგადოებრივ ტრანსპორტში თითოეული ჩვენგანის ინტერესებშია

© Sputnik / Alexander Imedashviliავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისში
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ მძღოლების უფლებების მდგომარეობით ქვეყანაში გახშირებული გაფიცვების შემდეგ დაინტერესდა. პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ ორგანიზაციამ ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად დაიწყო, მძღოლების უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლას და მის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

უფრო დეტალურად რას ითვალისწინებს პროექტი, ამის შესახებ Sputnik-ს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის» ხელმძღვანელმა დავით მესხისშვილმა უამბო.

— მძღოლები კომპანიებში ისე საქმდებიან, რომ არაფერი იციან საკუთარი უფლებების შესახებ, რადგან იურიდიულ კონსულტაციას არავისთან  გადიან. ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების ძირითადი მიზანიც სწორედ იმას გარკვევაა, აქვთ თუ არა მძღოლებს გაფორმებული ხელშეკრულება დამსაქმებლებთან, თუ აქვთ რამდენად არიან ინფორმირებულები იმის თაობაზე რაზე აქვთ ხელი მოწერილი და ირღვევა თუ არა შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებები. ჩვენი სამიზნე ჯგუფებია: ტაქსების, მიკროავტობუსების, ავტობუსების მძღოლები და მეტროს (მატარებლის) მემანქანეები. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციების განხილვა სამუშაო ჯგუფებში. გარდა ამისა მოხდება მძღოლთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და დანერგვა, მძღოლთა ინფორმირებულობის გაზრდა მათივე უფლებების თაობაზე, რეკომენდაციების მომზადება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან განხილვა, მათი შემდგომი დანერგვის მიზნით. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს მნიშვნელოვანი კვლევა იქნება. პროექტის განხორციელებას ახლა შევუდექით და უკვე გამოჩნდა, რომ ხელშეკრულების შინაარსი ძალიან ბევრმა მძღოლმა არ იცის.

Metro Georgia-ს ავტობუსები - Sputnik საქართველო
ავტობუსის მძღოლები თურქული კომპანია Metro-ს წინააღმდეგ გამოვიდნენ

- კვლევები მხოლოდ კომპანიებში დასაქმებულ მძღოლების უფლებებს შეეხება? 

— პირველ ეტაპზე კვლევის საგანს დასაქმებული მძღოლები წარმოადგენენ. თვითდასაქმებულების უფლებების შესწავლას მხოლოდ მეორე ეტაპზე ვფიქრობთ.  ჩვენ  ვაპირებთ შესწავლილი  მასალების საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად პრეზენტაციის სახით წარმოდგენას და ხელისუფლებისთვის გარკვეული რეკომენდაციების შეთავაზებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები კერძო კომპანიებში მუშაობენ, მათ ხელისუფლებასთან გარკვეული მოთხოვნები აქვთ და გარკვეულ მხარდაჭერას ითხოვენ. ერთადერთი, ვინც ცდილობს, რომ მათ გვერდში იდგეს, პროფკავშირია, თუმცა საბოლოო ჯამში რაღაც მიზნამდე მაინც ვერ მიდიან.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს კულტურულ მძღოლებს წაახალისებს

- თქვენი პროექტით გათვალისწინებული კვლევები თავად მძღოლებისთვის რამდენად სასარგებლო იქნება? 

— რა თქმა უნდა ჩვენი კვლევები მძღოლებისთვის ძალიან  სასარგებლო იქნება, რადგან მათი შედეგები იმ კომპანიებსაც  უნდა გავაცნოთ, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ჩვენ ამ კომპანიებთან ერთად გარკვეული მემორანდუმის შემუშავებასაც  ვგეგმავთ, რომელიც მძღოლებისთვის სასიკეთო იქნება. გარდა ამისა ჩვენ გვინდა დავიწყოთ სადგურებზე  მძღოლების მოსასვენებელი პირობების მონიტორინგიც, სადგურები საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ნებართვით ფუნქციონირებს და  მათი კონტროლიც ამავე უწყებას ევალება. სადგური არის პასუხისმგებელი იქიდან გასული ავტოტრანსპორტის გამართულობაზე, გარდა ამისა ვალდებულებაში მას მითითებული აქვს, რომ მძღოლებს 2-3 საათის განმავლობაში შესაბამის ადგილას და პირობები დასვენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს კი პრაქტიკულად არსად არ კეთდება, ახალ გლდანის სადგურს თუ არ ჩავთვლით. მძღოლი როგორც წესი ვერ ახერხებს დასვენებას, და ის ხაზზე დაღლილი გადის. ჩვენ ასევე ვაპირებთ შევისწავლოთ თუ რამდენად არის დაცული მძღოლების სამუშაო დრო, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რომ მან 12 საათი იმუშაოს.

აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
„ძველმა“ მძღოლებმა ახალი ავტობუსების დანიშვნა გააპროტესტეს

- რა შედეგებს  ელოდებით პროექტის განხორციელების შემდეგ? 

— ჩვენთვის მთავარი შედეგი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მძღოლთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დოკუმენტის შექმნა იქნება. ამ პროექტის ფარგლებში კომპანიის ხელმძღვანელებთან ვორქშოპის გაკეთებას ვაპირებთ, სადაც მათ პოზიციებსაც გავეცნობით და მათთან ერთად იმ სტრატეგიასაც შევიმუშავებთ, რომლითაც მძღოლი უფრო დაცული იქნება. მე არა მგონია,რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე რადიკალურ წინააღმდეგობას წავაწყდეთ. ვიცით, რომ  არის კომპანიები, რომლებიც აიძულებენ მძღოლებს ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით ისარგებლონ და ეს არის სწორედ მძღოლის უფლების დარღვევა. რა თქმა უნდა ასეთ ფირმებთან უფრო რადიკალური მიდგომა გვექნება. ჩვენ ასევე ვფიქრობთ პროფკავშირებთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზეც. პროფკავშირები მძღოლების უფლებებს ხმაურიანი აქციებით იცავენ,  ჩვენი მიზანი კი ყველა იმ  მომენტის წამოწევაა, რაც შეიძლება მძღოლების გაფიცვის მიზეზი გახდეს. გვინდა სიღრმისეულად გავაანალიზოთ ეს პრობლემები და წარვუდგინოთ შესაბამის უწყებებს მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. აქვე დავამატებდი, რომ ეს არის სფერო რომელიც ჯერ არავის შეუსწავლია. საბოლოო ჯამში, ამ პროექტის შედეგად გვინდა მივიღოთ წყნარი და დამშვიდებული ადამიანი საჭესთან და არა გაღიზიანებული და ანერვიულებული, თუნდაც იმის შიშით რომ სამსახურს დაკარგავს, რადგან ეს შემდგომში ჩვენს საგზაო უსაფრთხოებაზე ძალიან ცუდად აისახება.

 

ყველა ახალი ამბავი
0