17:56 21 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
რატი წითელაძე

რატი წითელაძე: ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას

FB/Rati Tsiteladze
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
162690

ავსტრიის კინოფესტივალზე საქართველოს სახელით რატი წითელაძის ფილმი იქნება წარდგენილი.

მის ირგვლივ ბევრი ჭორია გავრცელებული, ბევრს ლაპარაკობენ მის ხმაურიან პირად ცხოვრებასა და ქალებთან დამოკიდებულებაზე. ამის გამო ის ყოველთვის იყო საზოგადოებისა და საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში. ის გახლავთ მსახიობი და რეჟისორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ორთაბრძოლებში. არც ისე დიდი ხნის წინ ითამაშა გახმაურებულ სერიალში,,პარადოXი“, რომელიც ტელეკომპანია GDS-ის ეკრანზე გადიოდა. წარმატებული იყო მისი გამოსვლა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ამჯერად სულაც არაეპატაჟურ რატი წითელაძეს ერთი სასიხარულო ფაქტის გამო მივმართეთ: მისი სარეჟისორო ნამუშევარი — ფილმი „დედა“ წარდგენილია ავსტრიის 44-ე ერთა საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში, რომელიც 13-დან 19 მაისამდე გაიმართება. 

ფილმის გადაღებებისას
FB/ Rati Tsiteladze
ფილმის გადაღებებისას

– რატი, სასიხარულოა, რომ თქვენი ფილმი „დედა” საქართველოს სახელით ავსტრიის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაშია წარდგენილი. გილოცავთ.

— გმადლობთ. აქვე გეტყვით, რომ ავსტრიის კინოფესტივალის გარდა ფილმი იტალიის, ავსტრალიის, რუმინეთის, სტამბულის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების ოფიციალურ პროგრამებში იღებდა მონაწილეობას. ამერიკული პრემიერა ნიუ-ჯერსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორი მე გახლავართ, სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი ნინო ვარსიმაშვილია, სინემატოგრაფერი რომან სიმონიანი, წარმოების დიზაინერიკი ოლგა სლუსარევაა. ფილმი საპროდიუსერო კომპანია Art Way Film-ის პროდუქტია. ფილმის ინსპირაცია ნამდვილი ისტორიაა. საქართველო ყოველთვის იყო ცნობილი, როგორც ტრადიციული ქვეყანა, მაგრამ მე არ ველოდი, რომ ასეთი რამ ახლაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ფილმი არის მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც იძულებულია სამყაროს საკუთარი ახალშობილის არსებობა მხოლოდ იმიტომ დაუმალოს, რომ ხალხმა არ გაკიცხოს.

– ცნობილია, რომ დედა ზერთულია. განსხვავებული და ღირებული პროდუქციის შექმნა, თანაც ამ შემთხვევაში საქმე მარტოხელა დედის თემას ეხება…

— აბსოლუტურად გეთანხმებით, თემა ძალიან საფრთხილოა… გეტყვით, რომ ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი საზღვარგარეთ გავატარე. ორი წელი სწავლა-განათლების მისაღებად ლოს-ანჯელესში ვიყავი, სადაც რეჟისურისა და მსახიობის ხელოვნებას ვეუფლებოდი. ცნობილია, რომ შორიდან ბევრი რამ სულ სხვაგვარად მოჩანს. უცხოეთში ცხოვრებამ იმის საშუალება მომცა, რომ ქართული მენტალიტეტი და კულტურა სხვა თვალით დავინახო. ეს თემაც, შეიძლება ითქვას, სხვაგვარად შეფასებულთა კატეგორიიდანაა. იმედია, მაყურებელიც მას სწორად გაიგებს და შეაფასებს.

– თქვენი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო „ცარიელი სახლი“…

— ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტი „ცარიელი სახლი“, რომელიც თქვენ ახსენეთ, რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ფილმის სიუჟეტი თბილისში 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება, თუმცა ფილმი იმ ომის შესახებაცაა, რომელიც ოჯახში მძვინვარებს. ამ ფილმის სცენარის ავტორიც ნინო ვარსიმაშვილია. პროექტი 2016 წლის Sundance Screenwriters Lab-ის კანდიდატი იყო. ასევე შერჩეული იყო ოთხ საუკეთესო პროექტს შორის გერმანიის საერთაშორისო მანჰეიმ-ჰაიდელბერგის 64-ე კინოფესტივალზე, რვა საუკეთესო პროექტს შორის კიევის 48-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე მონაწილეობა მიიღო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პიჩინგ-ფორუმზე. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან თანაპროდიუსერობაზე. საერთოდ ჩემთვის შემოქმედებითი საქმიანობის ყოველი მომენტი და ნამუშევარი უმნიშვნელოვანესია.

პროექტში ცეკვავენ ვარსკვლავები
FB/ Rati Tsiteladze
პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები"

– წარმატებას გისურვებთ. რატი წითელაძე თავისი ცხოვრების ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადადის, ყველაფერი კი, რამდენადაც ვიცი, სპორტით დაიწყო და სურვილით, რომ საკუთარი თავი დაგემკვიდრებინათ?

— დიახ, ყოველთვის მინდოდა, რომ სრულფასოვანი, საინტერესო, შემოქმედებითი ცხოვრებით მეცხოვრა. ხალხმა თავიდან ჩემი თამამი ფოტოებით გამიცნო, მაგრამ იქიდანვე ვიცოდი, რომ ამგვარი პოპულარობა არ დამაკმაყოფილებდა. საკუთარი თავით არასოდეს ვარ კმაყოფილი, ყოველთვის უფრო მეტის მიღწევა მინდა. ჯანსაღ კრიტიკას კი ყოველთვის ვიღებ, მაკრიტიკებენ?— კარგია, ესე იგი, მათთვის საინტერესო ვარ. 

– მომავალში კიდევ რა სიურპრიზით გააოცებთ ქართულ საზოგადოებას?

— არ მიყვარს გეგმებზე და ჩანაფიქრზე ლაპარაკი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერი, ყოველი დღე და ყოველი წამი არის იმისთვის, რომ გავიზარდო და განვვითარდე, კინოინდუსტრიაში ჩემი სათქმელი ვთქვა.

ეს ყველაზე სახიფათო ტიპია - ტონობით ქარიზმასა და მომხიბლაობას ფლობს
FB/ Rati Tsiteladze
ეს ყველაზე სახიფათო ტიპია - ტონობით ქარიზმასა და მომხიბლაობას ფლობს

– წარმატების საიდუმლოს რაში ხედავთ?

— ,,შერშე ლა ფამ“… ანუ მაგ კითხვაზე ჩემი საყვარელი ფრაზით გიპასუხებთ:,,ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას“…

 

მთავარი თემები