კინო თბილისში: რა ვნახოთ 10-13 ნოემბერს

გამოწერა
უხოპლანეტელები, იმქვეყნიური ბოროტება და ახალგაზრდა სუპერგმირები — Sputnik-საქართველო სამი დღის კინოაფიშას გაგაცნობთ.

10 ნოემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

„ჩამოსვლა“ (Arrival) — ამერიკელი მწერლის, ტედ ჩანის სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოების მიხედვით რეჟისორ დენი ვილნიოვის მიერ გადაღებული ფილმი. დედამიწაზე უცხოპლანეტელების ხომალდის ჩამოსვლის შემდეგ, სამხედროები ლინგვისტს სთხოვენ დახმარებას მათთან კონტაქტის დამყარებაში. უცხოპლანეტელთა ენის შესწავლის პროცესში ენათმეცნიერი სხვაგვარად იწყებს დროის ბუნების აღქმას, რაც მას ვიზიტორთა მიზნების გაგებაში ეხმარება. 

როლებში: ემი ადამსი, ჯერემი პენერი, მაიკლ სტულბარგი და ფორესტ უიტაკერი.

„უიჯი: ეშმაკის წყევლა“ (Ouija: Origin of Evil)  — მაიკლ ფლენეგანის მისტიკური ტრილერი.

სპირიტული დაფა „უიჯი“ მიცვალებულთა სამყაროში პორტალის როლს ასრულებს. ერთ დღესაც პირველყოფილი ბოროტება, რომელსაც ერთ-ერთი ოჯახი გამოიხმობს სულთა ქვეყნიდან, მათი შვილის სულს დაეუფლება და იწყება კოშმარული ბრზოლა ბრძოლა მის უკან დასაბრუნებლად.

როლებში: ანალისა ბაკო, ელიზაბეტ რიზერი, ლულუ უილსონი, ჰენრი ტომასი, პარკერ მაკი, ჰოლი ჩარლტონ
   
„მაქს სტილი“ (Max Steel) — რეჟისორ სტიუარტ ჰენდლერის ფანტასტიკური ბოევიკი. ფილმი მოგვითხრობს მაქს მაკგრატის შესახებ, რომელიც ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მის სხეულს მძლავრი ენერგიის გენერირება შეუძლია. მთავარი გმირი ხვდება იდუმალ უცხოპლანეტელ სტილს — ერთადერთ არსებას, რომელსაც ამგვარი ენერგიის მართვა შეუძლია.

როლებში: ბენ უინჩელი, ენდი გარსია.

გასულ კვირას ქართულ კინოგაქირავებაში ასევე შევიდა:

•    ტრილერი „გოგონა მატარებელში (The Girl on the Train), რომელშიც მთავარ როლს  ემილი ბლანტი თამაშობს

•    კრიმინალური დრამა „ანგარიშსწორება“ (The Accountant) — მთავარ როლში ბენ აფლეკი.

თბილისის კინოთეატრებში უკვე აჩვენებენ: ამერიკულ სუპერგმირულ ფილმ „დოქტორ სტრენჯს“, დეტექტიურ ბოევიკს „ჯეკ რიჩერი 2: არასდროს დაბრუნდე“ (მთავარ როლში ტომ კრუზი) და აზიფ კაპადიას „ალი და ნინოს“.

ბავშვებს შეუძლიათ  ნახონ მულტიპლიკაციური ფილმი „ტროლები“ (Trolls) და ანიმაციური სურათი „კუბო. ლეგენდა სამურაიზე“ (Kubo and the Two Strings).

ყველა ახალი ამბავი
0