კორონავირუსი საქართველოში – როგორ ჩაიარა გაზაფხულმა

გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო, მაისის ბოლოს კი ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის კლება დაფიქსირდა.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ რა ეპიდვითარება იყო ქვეყანაში 2021 წლის გაზაფხულზე.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით საქართველოში 4–11 მაისის პერიოდი უქმეებად გამოცხადდა. 13 მაისამდე მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.

სპეციალისტების აზრით, საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი გარკვეულწილად უკვე გადალახა. ამასთან, 1 ივნისიდან უცხოელი ვიზიტორებისთვის გაიხსნა ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, რომელიც ეპიდვითარების გამო 2020 წლის მარტიდან ჩაკეტილი იყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 178.738 პირმა გაიკეთა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 350.428-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 მაისს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0