13:22 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
ინფოგრაფიკა

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე

მოკლე ბმულის მიღება
95 0 0
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე
© Sputnik / Konstantin Ivanov.

თბილისში 2020 წლის აპრილში 203 ბინა გაიყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა და საბაზრო ღირებულება 92%-ით შემცირდა.

თუმცა, ამ ეტაპზე ფასებთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ნაადრევია, ნათქვამია არაკომერციულ პლატფორმა Recov.ge-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მონაცემებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში შემოღებული შეზღუდვების ნაწილობრივ ან სრულად მოხსნის პარალელურად მაისსა და ივნისში მოსალოდნელია გარიგებების გააქტიურება და, შესაბამისად, ზრდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მარტის პირველი ნახევარი აქტიური იყო, ჯამურად მარტის თვეზე შეზღუდვები მწვავედ არ ასახულა და, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ოპერაციების მოცულობა მხოლოდ 10%-ით შემცირდა. 

ამ ეტაპზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური რეაქციების შეჯამება რთულია, სანამ არ აღდგება ეკონომიკური აქტივობა და არ მოიხსნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ მშენებლების გარკვეულმა ნაწილმა ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერჯერობით ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა.

მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ვაჭრობის შემცირება, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში, როგორიცაა ბათუმი, ბაკურიანი და გუდაური. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში 11,5 ათასი ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი ნაწილი საინვესტიციო ქონებაზე მოდის.

სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან.

გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ, შესაძლოა, გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან.

მეტი ინფოგრაფიკა

მთავარი თემები