ახალი რეკორდი: რამდენი ღვინო გაიტანეს საქართველოდან

გამოწერა
2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიტანეს, რაც 2018 წელთან შედარებით 9%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

2019 წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს – ეს 17%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს. გასულ წელს სხვადასხვა მოცულობით ღვინო ექსპორტზე 341-მა კომპანიამ გაიტანა.

ყველაზე მეტი ღვინო გადის რუსეთში. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

წლის დასაწყისიდან ექსპორტზე მსოფლიოს 25 ქვეყანაში ასევე გავიდა 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 2018 წელთან შედარებით 58%-ით მეტია. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ დოლარი შეადგინა, ზრდა – 67%.

მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია აგრეთვე 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. შემოსავალმა ჭაჭის ექსპორტიდან 1,7 მლნ დოლარს მიაღწია, ზრდა – 38%.

მთლიანად 2019 წელს ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მლნ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

ყველა ახალი ამბავი
0