ვინ ითხოვს თავშესაფარს საქართველოში

გამოწერა
საქართველოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი უცხოელი სტუმრობს. ამასთან, ტურიზმის ზრდასთან ერთად იზრდება საქართველოში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა, რამდენადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს თავშესაფრის მიღების სურვილით 264-მა უცხოელმა მიმართა, მათი ნახევარი ირანის მოქალაქეები იყვნენ. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში თავშესაფრის მიღების მსურველთა ხუთეულში არიან ასევე ინდოეთის, თურქეთის, ერაყისა და რუსეთის მოქალაქეები.

რატომ ხდება ისრაელიდან ქართველების დეპორტაცია - საგარეო უწყების განმარტება>>>

თუმცა, საქართველოში შესაბამისი სტატუსის მიღება არცთუ მარტივია. ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან და საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ თავშესაფარზე თანხმობას ერთეულებს აძლევს. პროცედურა თითქმის ნახევარი წელი გრძელდება.

თავშესაფრის მიღებაზე უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი მაღალია – მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 137 ადამიანი. მათ შორის არიან ირანის, ავღანეთის, სირიის, ეგვიპტის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ქვეყანა სასწრაფო წესით უნდა დატოვონ, მათ შეუძლიათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ და სარჩელის განხილვამდე საქართველოში დარჩნენ.

პარიზი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ

2019 წლის პირველ კვარტალში ლტოლვილის სტატუსი რუსეთის ორმა და ეგვიპტის ერთმა მოქალაქემ მიიღეს.

ლტოლვილის სტატუსი „საფუძვლიანი ეჭვის“ საფუძველზე ენიჭებათ პირებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად საქართველოში ცხოვრობენ. ასევე მათ, ვისაც თავის სამშობლოში დევნის დასაბუთებული საფრთხე აქვს, მათ შორის რელიგიურ და ნაციონალურ ნიადაგზე.

გარდა ამისა, იემენის ორმა, უკრაინის ერთმა მოქალაქემ და მოქალაქეობის არმქონე ორმა პირმა საქართველოს ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო.

ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭებათ პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის, თუმცა იძულებული გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ ძალადობის ფაქტების, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიდა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

ჰუმანიტარული სტატუსი ერთი წლით გაიცემა. შემდგომ საქმე კვლავ გადაიხედება.

ყველა ახალი ამბავი
0