ყველაზე დიდი რაოდენობით საზღვარგარეთ ქინძმარაული გადის
2017 წელს საქართველოდან თითქმის 30 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ღვინო გავიდა. ქართული ღვინო 53 ქვეყანაში გაიგზავნა — ჯამში 76,7 მილიონი ბოთლი (0,75 ლიტრი).
პირველ ადგილზე ქართული ღვინის შემსყიდველ ქვეყნებში რუსეთი გავიდა, სადაც დაახლოებით 47,8 მილიონი ბოთლი გაიტანეს, რაც სრული ექსპორტის 62,3%-ს შეადგენს.
იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ასევე შევიდა უკრაინა, ჩინეთი, ყაზახცეთი და პოლონეთი.
ექსპორტირებულ ღვინოებს შორის ყველაზე პოპულარულებია ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი და ხვანჭკარა.
ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი — ქვევრში დაყენება, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან კაცობრიობის ხელუხლებელი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის.