შოტლანდიურ-ირლანდიური სიცოცხლის წყალი, ანუ uisge beatha — იგივე ვისკი

გამოწერა

პირველი წერილობითი ცნობები ვისკი შესახებ ირლანდიურ წყაროებში 1405 წლით თარიღდება, შოტლანდიურში კი — 1494 წლის 1 ივნისით, ოღონდ რომელია მშობელი ქვეყანა — შოტლანდია თუ ირლანდია, არავინ იცის.

მალე ვისკი ისეთი პოპულარული სასმელი გახდა შოტლანდიაში, რომ კელტურ ენაზე სიცოცხლის წყალი, ანუ uisge beatha უწოდეს. თუმცა, რადგან სახელწოდება გამოსათქმელად რთული იყო, ინგლისელმა დამპყრობლებმა საბოლოოდ სასმელს Whisky დაარქვეს.

1505 წლიდან ვისკის წარმოებაზე მონოპოლია ედინბურგის ქირურგებისა და დალაქების გილდიამ აიღო. სასმელი აფთიაქებში იყიდებოდა — როგორც სასწაულმოქმედი წამალი.

1579 წელს, შოტლანდიის პარლამენტის დადგენილებით, ვისკის წარმოების უფლება მხოლოდ წარჩინებული გვარების წარმომადგენლებს მიეცათ — გლეხებსა და დაბალი ფენის ხალხს ეს საქმიანობა კატეგორიულად აეკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0