https://sputnik-georgia.com/20210815/saqarTveloSi-eqvs-TVeSi-avariebs-189-adamiani-emsxverpla-252584632.html
საქართველოში ექვს თვეში ავარიებს 189 ადამიანი ემსხვერპლა
საქართველოში ექვს თვეში ავარიებს 189 ადამიანი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლაა. 15.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-15T10:00+0400
2021-08-15T10:00+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/06/249151873_0:137:3000:1825_1920x0_80_0_0_79c7cb5cd7bd9b56e1bab4d98bc935af.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 189 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოში ამ პერიოდში სულ მოხდა 2.762 ავარია, რომელმაც მძიმე შედეგები და, შესაბამისად, სისხლის სამართლის სასჯელი გამოიწვია.შემთხვევების ნახევარი თბილისზე მოდის.ექვს თვეში ავარიების შედეგად დაშავდა 3.595 ადამიანი, მათ შორის 376 ბავშვი.აღნიშნულ პერიოდში მოხდა ქვეითზე შეჯახების 705 შემთხვევა, რომლის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, დაშავდა - 672.ავარიების მიზეზებისაქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლაა. 2021 წლის ექვს თვეში ამ მიზეზით მომხდარ 191 ავარიაში დაიღუპა 23 და დაშავდა 331 ადამიანი.მეორე ადგილზეა სიჩქარის გადაჭარბება - 140 ასეთ ავარიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მესამე ადგილზეა დისტანციის დარღვევა - 97 ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.უსაფრთხოების ზომები და რეფორმებისაგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4.696 ვიდეოკამერა და სიჩქარის კონტროლის 251 სექცია. ჯამში დაფარულია 1100 კმ საგზაო მონაკვეთი.ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.
https://sputnik-georgia.com/20210804/tushetis-gzaze-avarias-msxverpli-mohyva-252504783.html
https://sputnik-georgia.com/20210710/kaxeTSi-avariam-erTi-adamianis-sicocxle-imsxerpla-252273131.html
https://sputnik-georgia.com/20210627/--xuloSi-avarian-erTi-adamianis-sicocxle-imsxverpla-252143039.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/06/249151873_193:0:2808:1961_1920x0_80_0_0_d6e963a7915f250be38258a63af4959f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
საქართველოში ექვს თვეში ავარიებს 189 ადამიანი ემსხვერპლა
10:00 15.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლაა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 189 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ამ პერიოდში სულ მოხდა 2.762 ავარია, რომელმაც მძიმე შედეგები და, შესაბამისად, სისხლის სამართლის სასჯელი გამოიწვია.
შემთხვევების ნახევარი თბილისზე მოდის.
ექვს თვეში ავარიების შედეგად დაშავდა 3.595 ადამიანი, მათ შორის 376 ბავშვი.
აღნიშნულ პერიოდში მოხდა ქვეითზე შეჯახების 705 შემთხვევა, რომლის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, დაშავდა - 672.
საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლაა. 2021 წლის ექვს თვეში ამ მიზეზით მომხდარ 191 ავარიაში დაიღუპა 23 და დაშავდა 331 ადამიანი.
მეორე ადგილზეა სიჩქარის გადაჭარბება - 140 ასეთ ავარიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მესამე ადგილზეა დისტანციის დარღვევა - 97 ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
უსაფრთხოების ზომები და რეფორმები
საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4.696 ვიდეოკამერა და სიჩქარის კონტროლის 251 სექცია. ჯამში დაფარულია 1100 კმ საგზაო მონაკვეთი.
ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.