ძლიერმა ქარმა და წვიმამ კახეთის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა

© photo: Sputnikქარი
ქარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 29 ივლისამდე გაგრძელდება.
თბილისი, 28 ივლისი  — Sputnik. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.
ღამით ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამასთან, თავისუფლებისა და რუსთაველის ქუჩებზე ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია. შედეგად, დაზიანდა იქვე მდგომი ავტომობილები. 
წვიმისგან დაზიანებული გზა ლენტეხში - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
ვითარება გზებზე - სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენა გრძელდება
წვიმის შედეგად თელავში დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა გზები, რის გამოც დროებით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებული არიან ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად, დღის ბოლომდე მოხდება.
27 ივლისს ძლიერმა წვიმამ სერიოზულად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რეგიონები, განსაკუთრებით – სამეგრელო–ზემო სვანეთი.
ყველა ახალი ამბავი
0