https://sputnik-georgia.com/20210727/mamakacma-Tavis-dawva-scada-252432771.html
თბილისში შსს–ს შენობასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
თბილისში შსს–ს შენობასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
Sputnik საქართველო
მამაკაცი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ–ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, მან უკიდურეს ნაბიჯი ძალადობის გამო გადადგა, რომელსაც... 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T13:28+0400
2021-07-27T13:28+0400
2021-10-19T18:02+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249364774_0:0:2992:1692_1920x0_80_0_0_498f10f259b7492b5968a2e56e1f1169.jpg
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. მამაკაცი თვითმკვლელობას თავის დაწვით შეეცადა. შემთხვევა თბილისში, შსს–ს შენობასთან მოხდა.ინციდენტის დეტალებზე ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება.მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცმა თან მიიტანა ბენზინი და სანთებელა. ცეცხლი პოლიციის თანამშრომლებმა ჩააქრეს.მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.მკურნალი ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.„პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და გადის შესაბამის მკურნალობას. სხეულის სხვადასხვა უბნებზე აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის დამწვრობითი დაზიანებები. მდგომარეობა ჯერჯერობით ითვლება მძიმედ", - აღნიშნა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ეს მოქალაქე მათ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და განაცხადა, რომ რუსთავის პოლიციის ერთ–ერთ განყოფილებაში ის პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.„ფორმულა“ ამ ფაქტს აღნიშნულ ინციდენტს უკავშირებს.
https://sputnik-georgia.com/20210725/awamebdnen-da-mokvliT-emuqrebodnen-TbilisSi-danaSaulebrivi-jgufi-daakaves-252417164.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249364774_0:0:2992:1880_1920x0_80_0_0_f7532ac97f8fcb203b68388954a77a85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
თბილისში შსს–ს შენობასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
13:28 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) მამაკაცი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ–ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, მან უკიდურეს ნაბიჯი ძალადობის გამო გადადგა, რომელსაც პოლიციელების მხრიდან შეეჯახა
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. მამაკაცი თვითმკვლელობას თავის დაწვით შეეცადა. შემთხვევა თბილისში, შსს–ს შენობასთან მოხდა.
ინციდენტის დეტალებზე ტელეკომპანია „
ფორმულა“ იუწყება.
მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცმა თან მიიტანა ბენზინი და სანთებელა. ცეცხლი პოლიციის თანამშრომლებმა ჩააქრეს.
მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მკურნალი ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და გადის შესაბამის მკურნალობას. სხეულის სხვადასხვა უბნებზე აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის დამწვრობითი დაზიანებები. მდგომარეობა ჯერჯერობით ითვლება მძიმედ", - აღნიშნა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.
ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ეს მოქალაქე მათ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და განაცხადა, რომ რუსთავის პოლიციის ერთ–ერთ განყოფილებაში ის პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„ფორმულა“ ამ ფაქტს აღნიშნულ ინციდენტს უკავშირებს.