ხარაგაულში 35 წლის მამაკაცს მეთერთმეტე დღეა ეძებენ

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია ქუთაისში
საპატრულო პოლიცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 12 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. მამაკაცის ოჯახის წევრები ერთი კვირის განმავლობაში მას საკუთარი ძალებით ეძებდნენ.
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ხარაგაულში მეთერთმეტე დღეა დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
სკანდალი გურიის ერთ-ერთ სკოლაში: მოსწავლე მასწავლებელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი სოფელ ისლარის მკვიდრი 35 წლის ჯონი ჭიპაშვილია, რომელიც სახლიდან 12 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
დაკარგულ მამაკაცს ოჯახის წევრები თავდაპირველად საკუთარი ძალებით ეძებდნენ, ხოლო ოფიციალური განცხადება ძიებასთან დაკავშირებით ოჯახმა 19 ივლისს გააკეთა.
დაკარგულ პირთან დაკავშირებით ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში შემდეგი საკონტაქტო მონაცემებია მითითებული: 593672068, 557 771928, 555405169.
 
ყველა ახალი ამბავი
0