ცემა, ხელ-ფეხის შეკვრა, შიმშილი, დამწვრობა: თბილისში ბავშვის წამების საზარელი დეტალები

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
გამოწერა
6 წლის ბავშვი, რომელსაც სასტიკად სჯიდნენ დედა და მამინაცვალი, და ასევე მათი უმცროსი შვილი ექვსი თვით მინდობით აღზრდაში იქნებიან. აღნიშნულის გასაჩივრებას ბრალდებული მშობლების ადვოკატები გეგმავენ.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში შვილის წამების ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ცოლ-ქმარი გუშინ, 18 ივნისს დააკავეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბავშვს ერთი წლის განმავლობაში ბავშვს დედა და მამინაცვალი დასჯის მიზნით აწამებდნენ. უმწეო მდგომარეობაში მყოფ ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე, ბავშვს ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა.

დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
თბილისში 6 წლის შვილის წამების ბრალდებით ბავშვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

თავად ექვსი წლის ბავშვი და ოჯახის უმცროსი შვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით ექვსი თვის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იქნებიან.

სასამართლოზე ადვოკატები მშობლების უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდნენ, მაგრამ მოსამართლემ ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ გამოძიებას პირდაპირი მტკიცებულები არ გააჩნია.

შსს საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს, მაგრამ მედიამ ოჯახის მეგობრებისგან შეიტყვეს, რომ ბავშვის დედამ თავად გაუგზავნათ თავისი შვილის დასჯის ამსახველი ფოტო. ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, ხელებზე კი დამწვრობები აღენიშნებოდა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ („ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ“).

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0