კვარიათში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 4 ივნისს გავრცელდა, მას შემდეგ მამაკაცის სამძებრო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. კვარიათის ტერიტორიაზე მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
ქობულეთსა და კვარიათში მაშველები ზღვაში დაკარგულ ორ მამაკაცს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში საცურაოდ შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა და საჭირო გახდა სამაშველო სამსახურის დახმარება.

„მომხდარიდან მალევე კვარიათისკენ გავიდა მყვინთავთა ჯგუფი და საზღვაო-სამაშველო კატარღა. სანაპირო ზოლის მონიტორინგი ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს აქტიურად იყო გამოყენებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდაცვლილის იდენტიფიცირება ოჯახის წევრების მხრიდან უკვე მოხდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0