ქუთაისის ქარხანაში უბედურ შემთხვევას 55 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliამწე კრანი
ამწე კრანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
თვითმხილველების თქმით, მუშაობის დროს შუახნის მამაკაცი ამწეს ბორბლებქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში პარასკევს, დილით უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „რუსთავი2“.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამუშაოს შესრულების დროს 55 წლის მამაკაცი ამწე მექანიზმის ბორბლებქვეშ მოექცა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მამაკაცი ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში 2009 წლიდან მუშაობდა.

ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0