მაშველებმა ომალოში დაშავებული მწყემსი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

© Government of Georgiaვერტმფრენი
ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
მიღებული დაზიანებების გამო, მედიკოსის გადაწყვეტილებით, მამაკაცის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისგორში დაშავებული მწყემსი მაშველებმა ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მწყემსმა ფერდობზე დაგორების შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ესაჭიროებოდა სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

დაშავებული მამაკაცი ადგილობრივმა მწყემსებმა სოფლის ექიმთან გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

ვინაიდან დაშავებულის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ადგილობრივმა ექიმებმა დახმარებისთვის მაშველებს მიმართეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მწყემსი უკვე გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში, სადაც ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0