ბათუმში თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
აჭარაში თურქეთის მოქალაქემ გემზე დასაქმების სანაცვლოდ რამდენიმე ქართველ მეზღვაურს მოტყუებით სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა და მიიმალა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ბათუმში მეზღვაურების კუთვნილი თანხის თაღლითურად მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. თურქეთის მოქალაქე დასაქმებას შეჰპირდა 27 ქართველ მეზღვაურს. მამაკაცმა თითოეულ მეზღვაურს საშუალოდ 500 დოლარი გამოართვა. დაპირების თანახმად, მეზღვაურები სარფიდან თურქეთში უნდა გადასულიყვნენ. ისინი ადგილზე დათქმულ დროს მივიდნენ, თუმცა შეკრების ორგანიზატორი ადგილზე არ დახვდათ.

სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
თანხა გემზე დასაქმების სანაცვლოდ – თაღლითობის ფაქტი აჭარაში

დაზარალებულმა პირებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საქმის სრულად გამოძების მოთხოვნით აქცია გუშინ გამართეს.

აღნიშნულ ფაქტს გუშინ კომპანია „ბეშიქთაშ გრუპის“ ოფისში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაზარალებული მეზღვაურები და მათი ახლობლები კომპანიის შენობაში შეიჭრნენ და იქ მყოფ თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე დააზიანეს კომპანიის ინვენტარი.

დაზარალებულები აღნიშნულ კომპანიას თაღლითობასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდნენ და თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას გულისხმობს. უწყება ასევე იძიებს „ბეშიქთაშ გრუპში“ მომხდარ ინციდენტს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ძალადობის (126) მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0