წალენჯიხაში „ბოლო ზარი“ ავტოავარიით დასრულდა

© photo: Sputnik / Nika Latariaზუგდიდის რეფერალური საავამდყოფო
ზუგდიდის რეფერალური საავამდყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 კლასის მოსწავლეები ზუგდიდში გასართობად მიდიოდნენ. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და წყლის არხში ჩავარდა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ავარიაში მოყვნენ, იუწყება ,,Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა სოფელ ლიასთან დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში „ბოლო ზარი“ აღნიშნეს და შემდეგ ზუგდიდში გასართობად წასვლა გადაწყვიტეს. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა და წყლის არხში ჩავარდა. 

Школьные парты в классе в школе - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2020
„წელს არანაირი ბანკეტები“ – ეპიდემიოლოგები კურსდამთავრებულებს მიმართავენ

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ოთხივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„შემოყვანილია ოთხი ახალგაზრდა. ერთს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მეორეს – წელის მეხუთე მალის მოტეხილობა, მესამეს – სხივის ძვლის მოტეხილობა. ოთხივესთან ვლინდება მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ექსკორიაციები. დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული და უტარდებათ კვლევები“, – განაცხადა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დღეს, 20 მაისს დასრულდა. 

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0