სისხლიანი გარჩევა მეგობრებს შორის: რა მოხდა ქობულეთში

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი. მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქობულეთში 65 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეგობარმა მუცლის არეში დაჭრა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქობულეთის „ევექსის" კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაზარალებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0