მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი მწყემსი და აშშ-ის მოქალაქე ჩამოიყვანეს

© photo : press-service of the Emergency Management Service of Georgiaსამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის ორივე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. მაშველებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ჩამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2021
თუშეთის მოსახლეობას ვერტმფრენები კვლავ მოემსახურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ომალოში მწყემსებთან ერთად იმყოფებოდა ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელიც შეუძლოდ იყო და საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდებოდა. მაშველების დახმარება დასჭირდა აგრეთვე ერთ მწყემსს – ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ასევე ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 61 წლის მამაკაცს.

აღნიშნულ ლოკაციაზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი გავიდა. მაშველები ომალოს მიმართულებით შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან გაფრინდნენ.

ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას ექიმები აღმოუჩენენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0