საქართველოში დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

© photo: Revenue Service / FBსაქართველოში დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
საქართველოში დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

 - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი უკრაინული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილის საბარგულში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.

თბილისი, 18 მაისი  – Sputnik. „სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე (სომხეთის საზღვარი) კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოში შემოტანის მცდელობა აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

უწყების მონაცემებით, უაქციზო სიგარეტის პარტია უკრაინული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას იპოვეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განუბაჟებელი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 230 ათასი ლარი შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0