ქალი, რომელიც პეკინზე ხანძრის დროს მეექვსე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, ამ დროისათვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. 35 წლამდე ქალი, რომელიც პეკინის გამზირზე ხანძრის დროს მეექვსე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.

სახანძრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
ხანძარი თბილისში: მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 18 მაისს, დილით გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 14-სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც კორპუსის ზედა სართულებზეც გავრცელდა.

დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ქალს მძიმე ტრავმული მდგომარეობა აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება შეეცდება დაადგინოს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან თავად გადმოხტა, თუ ეს უბედური შემთხვევის შედეგი გახდა ხანძრისგან თავის დაღწევის მცდელობისას.

ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები გამოიყვანეს და სხვა მოსახლეების ევაკუაციაც განახორციელეს.

ამ დროისათვის კორპუსში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.

ყველა ახალი ამბავი
0