გომელაური დმანისის ინცინდენტზე: რამდენ ადამიანს დავაკავებთ ჯერ არ ვიცით

© photo : Gakharia / FBვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძება უკვე დაწყებულია. ცალკე საქმეა გამოყოფილი ჟურნალისტების დაზიანების ფაქტზეც.

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. დმანისში მომხდარი დაპირისპირებას გამო ჯერჯერობით არავინ არ დაუკავებიათ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც დღეს დმანისში იმყოფებოდა.

მასმედიის ინფორმაციით, კონფლიქტი ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის კვირას, საღამოს მოხდა და ახალი ძალით ორშაბათს გაგრძელდა. 

„აქ გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები, გამოკითხავენ და გამოუშვებენ, თუმცა გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, ჯერ არ ვიცით, დღეს დაკავებული არავინ არ იქნება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, მინისტრის თქმით, პოლიციელები დმანისში 5-6 ლოკაციაზე იყვნენ გადანაწილებული. მისი ინფორმაციით, არეულობაში ადგილობრივების გარდა თბილისიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან ჩასული პირებიც მონაწილეობდნენ. მისი თქმით, დღეს განვითარებულ მოვლენებში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ცალკე საქმეა გამოყოფილი ჟურნალისტების დაზიანების ფაქტზეც.

სიტუაცია დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
დაპირისპირება დმანისში – მხარეები შერიგებაზე საუბრობენ

მისი თქმით, იდღეს ნცინდენტი ამოიწურა და კონფლიქტის მონაწილეები შერიგდნენ. მინისტრს იმედი აქვს, რომ კონფლიქტი აღარ გაგრძელდება.

მინისტრის თქმით, დმანისში მომხდარი დაპირისპირებების დროს არიან დაშავებულებიც, თუმცა მძიმედ არც მოქალაქეების და არც პოლიციელების მხრიდან არავინ დაშავებულა.

გომელაურის თქმით, დმანისში საპოლიციო ძალები კვლავ დარჩებიან.

გუშინდელს აქეთ დმანისში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამჟამად პოლიციას ქალაქის შესასვლელები გადაკეტილი აქვს. დმანისში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი.

დღევანდელი დაპირისპირებისას დაშავდნენ „პირველი არხის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები. ადგილზე შეკრებილები ასევე აგრესიულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლების მიმართაც. რამდენიმე ადამიანი ცდილობდა შეჭრას პოლიციის შენობაში, სადაც კონფლიქტის რამდენიმე მონაწილე იმყოფებოდა.

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად სხვებიც იხმეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანასკნელსაც გამოუჩნდნენ. ჩხუბში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

შეტაკებები დღესაც გაგრძელდა. სიტუაცია შედარებით განიმუხტა დამატებითი საპოლიციო ძალების შეყვანის შემდეგ.

 

ყველა ახალი ამბავი
0