დმანისში ვითარება კვლავ დაიძაბა – პოლიცია ხალხის დამშვიდებას ვერ ახერხებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციელები
პოლიციელები - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ქალაქში დილიდან დაწყებულ არეულობაში უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს. დაპირისპირებული მხარეები ქვებსა და ჯოხებს არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ პოლიციის წინააღმდეგაც იყენებენ.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. სიტუაცია კვლავ დაიძაბა დმანისში, სადაც გუშინ მასობრივი ჩხუბი მოხდა ადგილობრივ მოსახლეობას – აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის.

ეთნიკური აზერბაიჯანელები დილიდან გამოვიდნენ ქუჩაში. ისინი მოითხოვენ ბოდიშის მოხდას და იმ პირთა დასჯას, რომლებმაც გუშინ მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს, დაარბიეს მაღაზია, რომელიც აზერბაიჯანულ ოჯახს ეკუთვნის. ხელკეტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ნაწილი სვანების სახლების დარბევით იმუქრებოდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
ვითარებას დმანისში პოლიცია აკონტროლებს – დეპუტატი

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებს 9 აპრილის ქუჩაზე კონფლიქტის მეორე მხარე შეუერთდა – ეკომიგრანტები სვანეთიდან. ისინიც ხელკეტებით არიან შეიარაღებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობენ, თუმცა წინააღმდეგობა შეხვდათ – მათი მისამართით ქვები ისროლეს. დაშავდა რამდენიმე პოლიციელი, თუმცა სამართალდამცველებმა არეულობის მომწყობი რამდენიმე ადამიანის დაკავება შეძლეს.

ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებიც მივიდნენ.

უფრო ადრე ჟურნალისტებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველინმა განუცხადა, რომ ვითარებას ადგილზე პოლიცია აკონტროლებს და ყველას მიმართა თხოვნით, შემთხვევის პოლიტიზება არ მოახდინონ. ის მიიჩნევს, რომ ეს ყოფითი კონფლიქტია.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
ბეისბოლის კეტები გარჩევაზე დმანისში - რა ვერ გაიყვეს ადგილობრივებმა

გუშინ კონფლიქტი დმანისის ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის გადაიზარდა სისხლიან გარჩევაში ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩხუბის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა ადგილზე დახმარება მიიყვანეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანსკნელსაც ჩამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

სამართალდამცველებმა გუშინ ადგილზე სამხილების სახით სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, ხელკეტები ამოიღეს. პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში კონფლიქტის მონაწილეების დაკითხვა თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0