ვითარებას დმანისში პოლიცია აკონტროლებს – დეპუტატი

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
გუშინ ახალგაზრდები – ეთნიკური აზერბაიჯანელები და ეკომიგრანტები სვანეთიდან ურთიერთობებს მუშტი-კრივით არკვევდნენ.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. დმანისში, სადაც გუშინ მასობრივი ჩხუბი მოხდა ადგილობრივი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის, ახლა მშვიდი ვითარებაა, სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველინმა განუცხადა.

დმანისში გუშინ ახალგაზრდებს შორის მასობრივი ჩხუბი გაიმართა. არიან დაშავებულები.

დეპუტატმა მეშველიანმა ყველას მოუწოდა, შემთხვევის პოლიტიზება არ მოახდინონ. ის მიიჩნევს, რომ ეს ყოფითი კონფლიქტია.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
ბეისბოლის კეტები გარჩევაზე დმანისში - რა ვერ გაიყვეს ადგილობრივებმა

დეპუტატს იმედი აქვს, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი უმოკლეს ვადებში იქნება იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული.

კონფლიქტი დმანისის მცხოვრებლებს შორის გადაიზარდა სისხლიან გარჩევაში ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩხუბის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა. თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დახმარება მიიყვანეს ადგილზე და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანსკნელსაც გამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

სამართალდამცველებმა ადგილზე სამხილების სახით სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, ხელკეტები ამოიღეს. პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში კონფლიქტის მონაწილეების დაკითხვა თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა.

დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ინციდენტის თაობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0